ახალგარზდა ფოტოგრაფი – გიორგი კბილაშვილი

EDITORI.GE მუდმივად ეძებს ნიჭიერ ,შემოქმედ ადამაინებს, რადგან მათი საქმიანობის შესახებ უფრო მეტი მოგიყვეთ თქვენ, ჩვენს მკითხველს.

ჩვენ დავუკავშირდით გიორგი კბილაშვილს -ახალგაზრდა ნიჭიერ ფოტოგრაფს, რომელსაც საკმაოდ კარგი ნამუშევრები აქვს.

გვინდა მოგიყვეთ გიორგის საქმიანობის შესახებ და მის სამომავლო გეგმებზე.

იხილეთ ინტერვიუ;

  1.გამარჯობა გიორგი,მოდი დავიწყოთ სულ თავიდან,როდის გაიტაცათ ამ სფერომ,ფოტოგრაფიამ?

გამარჯობათ,  მეათე კლასში ვიყავი უკვე, რომ დამაინტერესა ამ სფერომ და სრულიად შემთხვევით მოვხვდი მოსწავლეთა სასახლეში კერძოდ პიონერფილმში და ზუსტად აქედან იწყება ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული ამ პროფესიისადმი .

2თუ გახსოვთ თქვენი პირველი გადაღება?

ძალიან კარგად მახსოვს, როცა პირველი კამერა ვიყიდე, პირველივე გადაღებაში მომცეს ჰონორარი . მაგ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი .

3.რა კუთხით მუშაობ?რაიმე კონკრეტული სფერო ხომ არ გაქვს აღებული?

ამ ეტაპზე მაქვს საკუთარი სტუდია „ speaker studia „  და ძირითადად კომერციული გადაღებები მიწევს ხოლმე . კონკრეტული  სფერო არ მაქვს არჩეული , თუმცა ძირითადად მოდელებთან მიწევს  მუშაობა .

4.თუ გადაგიღია რაიმე ისეთი ფოტო,რომელიც ძალიან გიყვარს და მოგწონს?

კი მაქვს რამოდენიმე გამორჩეული ფოტო ,რომელიც ძალიან  მომწონს

5.ყველაზე მეტად რისი გადაღება გიყვარს?

მე უბრალოდ გადაღება მიყვარს , ჩემთვის ალბათ არ აქვს მნიშვნელობა რას ვიღებ . ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, მე ეს ბედნიერებას მანიჭებს . ბევრმა შეიძლება ვერ გამიგოს რასაც ვიძახი მაგრამ , ასეა .

 6.რას ურჩევდი დამწყებ ფოტოგრაფებს?

პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ ფოტოგრაფია ძალიან დიდი სფეროა და სულ სწავლის პროცესში ხარ.

 ყველაზე მთავარი ის არის, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი თავისი საქმე უნდა უყვარდეს . სულ სიახლის ძიებაში უნდა იყოს . რაღაც დოზით უნდა ეცადო რომ განსხვავებული იყო რამით და შენი ხაზი , სტილი გქონდეს,რაც გამოგარჩევს.

7. როგორია შენი სამომავლო გეგმები?

როგორც უკვე აღვნიშნე , სტუდია გავხსენი მინდა, რომ საქართველოს მასშტაბით ყველამ იცოდეს ამ სტუდიის შესახებ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და  რა ხარისხს ვთავაზობთ ხალხს . ვიცი რომ ნამდვილად რთული გზა იქნება გასავლელი, მაგრამ მაქსიმალურს გავაკეთებთ და ხალხს გავაბედნიერებთ ჩვენი კადრებით.

644

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap