ახალი ქალაქი ავტომობილების გარეშე

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

გერმანიაში, ბერლინის გარეუბანში 16 ჰექტარზე ახალი ქალაქი გაშენდება, სადაც ავტომობილები საერთოდ არ იქნებიან.

ქალაქს Buckower Felder ერქმევა და მასში 40 მრავალსართულიანი შენობა აშენდება, სადაც მსურველები ცხოვრებას შეძლებენ. გეგმის მიხედვით, ქალაქის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და 3 წლის შემდეგ დასრულდება. საერთო ჯამში, ქალაქში სულ 900 საცხოვრებელი სახლი იქნება.

Buckower Felder ელექტროენერგიას მთლიანად განახლებადი რესურსებიდან მიიღებს და მის გარეშემო ტერიტორიებზე ტყე გაშენდება.

ქალაქის მაცხოვრებლებს გადაადგილება ფეხით ან ველოსიპედის მეშვეობით შეეძლებათ. ქალაქგარეთ გასასვლელად კი საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოიყენებენ.

ამასთან, დაგეგმილია ქალაქგარეთ სპეციალური შენობის აშენება, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები

საკუთარ მანქანებს დატოვებენ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ მათ.

იდეის ავტორების თქმით, დღეს ადამიანები ხმაურიანი ქალაქებიდან გაქცევასა და სიმშვიდეს ეძებენ. Buckower Felder კი მათთვის იდეალური არჩევანი იქნება.

 

წყარო allnews.ge

251
მედეა მამფორია

მედეა მამფორია