ბრიტანულმა Telegraph-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

სად უნდა ვიმოგზაუროთ პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ბრიტანული პოპულარული გამოცემა – Telegraph-ი ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქვეყანას ასახელებს.

სტატია საქართველოს ქალაქების: თბილისისა და ბათუმის აღწერით იწყება. საქართველოსთან ერთად Telegraph-ის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა: ხორვატია, მონტენეგრო, მალტა, სლოვენია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, ავსტრია.

„Best Europe Destinations“-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებს შორისაა საქართველო, ხორვატია და მადეირა. ეს მონაცემები ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევებისა და სპეციფიკური ჰიგიენის წესების დანერგვის მიხედვით შედგა“, – წერს Telegraph-ი.

“ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისს აღდგა, საქართველო მზად არის საერთაშორისო მოგზაურებს 1-ლი ივლისიდან უმასპინძლოს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა სახის ზომები მიიღეს. როდესაც ბრიტანელებს მოგზაურობის ნებას დართავენ, თბილისი სექტემბერში ან ოქტომბერში იდეალური ადგილია სტუმრობისთვის. როგორცTelegraph Travel-ის მწერალი, ქეი ჰოლანდი აღწერს, ძველი თბილისი მიხვეულ-მოხვეული გზებით, ვიწრო შესახვევებით, ლაბირინთული მოედნებით, ხის ლამაზი სახლებით, ბოჰემური ბარებით, კაფეებით და უძველესი ეკლესიებით გამოირჩევა. საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქია ბათუმი, რომელიც პლაჟებით, ცათამბჯენებით, სუბტროპიკული მიკრო კლიმატით გამოირჩევა შავ ზღვაზე“, – წერს Telegraph-ის ჟურნალისტი ემა ფიზერსტონი.

126

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap