ბულგარეთის პრემიერი ტაძარში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დააჯარიმეს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო 300 ლევით (174 დოლარი) დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოიკო ბორისოვი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად რილის მონასტერს ეწვია და ტაძარში პირბადის გარეშე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს, მისი ადმინისტრაციის წევრებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს და ყველა სხვა პირს, რომლებიც ტაძარში პირბადეების გარეშე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

56

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap