გაიცანით იამზე ქვარაია-მარტოობისთვის განწირული,უნარშეზღუდული ქალის მეურვე

ჩვენს ირგვლივ არსებობენ ადამიანები,რომლებიც სრულიად უანგაროდ გასცემენ ბევრ სითბოს და სიყვარულს.

სრულიად უანგაროდ ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ,უღებენ გულის და სახლის კარგს.

ამის ნათელი მაგალითია იამზე ქვარაიას ისტორიაა.

ქალბატონმა იამზემ შეიფარა უნარშეზღუდული  ქალი,რომელიც მარტოობისთვის იყო განწირული…

EDITORI.GE დაუკავშირდა ქალბატონ იამზეს,რომ გაგვერკვია ზღაპარივით ისტორიის ყველა დეტალი.

იხ: ინტერვიუ

 უპირველესყოვლისა, მოგესალმებით და დიდ მადლობას გიხდით იმისათვის,რომ დრო დაგვითმეთ.

მოგვიყევით ცოტა რამ ნანის შესახებ, როდის გაიცანით,როგორი დამოკიდებულება გქონდათ ერთმანეთთან მანამ სანამ ერთად თანაცხოვრებას დაიწებდით?

 –ნანი ბავშვობიდან ძალიან კეთილი და გულუბრყვილოა, მას ბავშვობიდან ვიცნობ უბნელები ვიყავით და ყოველთვის ხშირად მოდიოდა ჩემთან, რაც მშობლები გარდაეცვალა მას შემდეგ მარტოა და უფრო ხშირად დაიწყო ჩემთან სიარული, მისადმი სიბრალული იმდენად დიდი იყო გადავწყვიტე მასზე პასუხისმგებლობა ამეღო და საჭმლით, ტანისსამოსით თუ წამლებით გამეწია დამხარება.

არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება რთული და კონკრეტულად ,რომ გვითხრათ რა გარემოპირობებმა გიბიძგათ ამგვარი გადაწყვეტილებისკენ?

 -მშობლების გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმამ და რძალმა იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩააბარეს,რაღა თქმა უნდა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი,რადგან ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ და რთული იყო ჩემთვის  ამის მიღება,ამიტომ სოფლის გამგებლის დახმარებითა და თანადგმომით გამოვიყვანეთ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან და მასზე მეურვეობა მე ავიღე.

მოგვიყევით დეტალურად მის ოჯახზე, რატომ თქვეს უარი მასზე?

-მინდა ავღნიშნო, რომ მისი მშობლებიც უნარშეზღუდულები იყვნენ და ნანის უნარშეზღუდულობაც ამაში გამოიხატება, თუმცა მანამ სანამ მშობლები ყავდა ასე თუ ისე  პატრონი მაინც ჰყავდა , მის ძმას რაც შეეხება როგორც ინფრმაცია მაქვს საზღვარგარეთაა , უარი რატომ თქვა მის დაზე არ ვიცი ამაზე ზუსტ პასუხს მე ვერ გაგცემთ, არ მინდა ვინმე ცუდად დავახასიათო, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ იმას ვაკეთებ ,რასაც გული მკარნახობს…

რა დახმარებას იღებს იგი სახელმწიფოსგან და არის თუარა ეს დახმარება საკმარისი?

-უნარშეზღუდულობისას იღებს 140 ლარს და სოციალურს 50 ლარის ოდენობით, თუმცა ეს მისთვის ბუნებრივია არ არი საკმარისი , მას გაცილებით მეტი სჭირდება მისი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, რისთვისაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებ…

გიფიქრიათ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება თქვენს გარეშე დად პირიქით, თქვენი ცხოვრება მის გარეშე?

-რა თქმა უნა, მიფიქრია თან ძალიან ბევრი, მას ჩემსგარდა პატრონი ამჟამად არ ჰყავს და ძალიან გაუჭირდებოდა,რაც შემეხება მე მიუხედავად იმისა,რომ რთულია ამ ყოველივესთან გამკლავება ის ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ისე მიყვარს,როგორც ოჯახის წევრი.

რა არის თქვენი მოტივი,რისთვის აკეთებთ ამ უანგარო საქმეს?

-მე უბრალოდ ბედნიერი ვარ,რომ მისთვის კარგი საქმის კეთება შემიძლია,სხვა არანაირი მოტივი არ არსებობს.

და ბოლოს ,რას ეტყვით ხალხს,რომლებიც ახლა ამ სტატიას კითხულობენ?

-აუცილებელია ყველა ჩვენგანმა დახმარების ხელი გაუწოდოს ასეთ ადამიანებს, მათ ეს გზა თვითონ არ აურჩევით და ბუნებასა და ცხოვრების ამ ეკლიან გზას არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ისინი კიდევ უფრო შეზღუდონ , დიახ რა თქმა უნდა ,არსებობს მათთვის ცალკე დაწესებულება ფსიქიატრიული საავადმყოფოს სახით,თუმცა მე მგონია, რომ ოჯახური სითბო და მზრუნველობა არის ის,რასაც ვერავინ შეგიცვლის ,როდესაც მახსენდება ნანის თვალები ,რომლებიც თითქოს დახმარებას მთხოვდნენ  უბრალოდ არ შემეძლო ეს ყველაფერი მშვიდად მიმეღო და ისე გამეგრძელეინა ცხოვრება თითქოს არაფერი.

   თურმე მართლაც ყველა წვრილმანი აბედნიერებს ადამიანს-ამბობს ქალბატონი ნაზი…

ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისათვის,რომ ასეთ უანგარო საქმეს ეწევით, ასევე ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსათვის.

ავტორი მარიამ სანდუხაძე.

465

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap