გაიცანით ირმა პაიჭაშვილი- ესთეტიკის ქართველი სპეციალისტ მასტერი ბარსელონაში

ირმა პაიჭაშვილი უკვე მე-16 წელია ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში ცხოვრობს.

ბევრი შრომით და მონდომებით მან მოახერხა და თავის ოცნებებს შეასხა  ფრთები.

ახლა ის თავისი საყვარელი საქმით არის დაკავებული ესთეტიკის სფეროში. ( iapi.estetica )

იმისათვის რომ გაგვეგო უფრო ვრცლად იმის შესახებ თუ ,რა მომსახურეობას სთავაზობს ის ქართველ და ესპანელ მომხარებელს EDITORI.GE ირმას დაუკავშირდა.

იხ.ინტერვიუ:

1.მოგესალმებით ირმა,გეცანით ჩვენს მკითხველს

მე ვარ ირმა პაიჭაშვილი. დაბადებული და გაზრდილი თბილისში.
ამჟამად ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ბარსელონაში, უკვე მეთექვსმეტე წელია.

2. ყველა ქალისთვის საოცნებო საქმიანობით ხართ დაკავებული,ესთეტიკის სფეროს ვგულისხმობ,მოგვიყევით ამის შესახებ

ესთეტიკა და ჯამრთელობა ჩემთვის ბავშვობიდანვე საოცნებო საქმიანობა იყო, მაგრამ რატომღაც აქამდე მიუღწეველი. როგორც კი  მომეცა საშუალება დავამთავრე ადმინისტრაციის კურსები, იმ მომავალზე ფიქრით რომ გამეხსნა ესთეტიკის ცენტრი. გავიარე აგრეთვე ჯამრთელობა და ესთეტიკის აკადემია, რის შედეგაც მოვიპოვე ჩემთვის საჭირო დიპლომი. ეხლა 1 წელში კიდევ ერთი დიპლომი და სერთიფიკატი  უნდა მოვიპოვო, ლიცენზიით, რაც მომცემს იმის საშუალებას რომ ჩემს მომხმარებელს შევთავაზო ყველასათვის საყვარელი “ტუჩის მოცულობის გაზრდა”, ვიმუშაო იალურონის მჟავით სახის ამა თუ იმ ადგილებზე ნაოჭების შევსებაზე და ასე შემდეგ.

3.ამჟამად რას მოიცავს თქვენი პროფილი რას აკეთებთ,რას სთავაზობთ ქალბატონებს?

ამჟამად ვთავაზობ პერმანენტულ მაკიაჟს. ეს იქნება წარბზე მიკროპიგმენტაცია/მიკრობლეიდინგი, ტუჩის შეფერილობა/კონტური თუ თვალის ქუთუთოზე ლაინერი.
ქართველებისთვის , რა თქმა უნდა მაქვს და სპეციალური შეთავაზებები,ე.წ განსაკუთრებული პაკეტები,სხვანაირად უბრალოდ ვერ წამრომიდგენია,ჩემი თანამოქალქეებისთვის მაინც  ვარ მიკერძოებული .(იცინის)   .ასევე ვმუშაობ ლაზერულ ეპილაციაზეც.

4.რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

მომავალში სხვადასხვა გეგმები მაქვს,პირველ რიგში მინდა  რომ გავაფართოვო ჩემი მუშაობის სფერო.
მიყვარს მრავალფეროვნება და მიყვარს ხალხთან კარგი და პოზიტიური ურთიერთობა.



5.ამჯამად თქვენ იმყოფებით ბარსელონაში,რადგან ქართველებს არ აქვთ იმის ფუფუნება შერავათიან ფასებში ისარგებლონ ამ მომსახურეობებით, და თქვენ ამას სთავაზობთ ,თუ დაგიკავშირდებიან დ აიქნებიან მსურველები ,შეძლებთ სხვა ქალაქში ჩასვლას?რამდენად შესაძლებელია ეს?

რა თქმა უნდა,სამომავლოდ ვგეგმავ გავმართო ონლაინ კონფერეციები სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველებისთვის (არამხოლოდ ქართველებისთვის,ესპანელებისათვისაც ) ,თუმცა განსაკუთრებით მაინც  ყურადღებას ვამახვილებ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩემს თანამოქალაქეებზე და თუ იქნებიან მსურველები ჩავალ აღნიშნულ ქალაქში,ეს არ იქნება პრობლემა.

611

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap