მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მსოფ­ლი­ო­ში არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ამ დრომ­დე COVID-19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. რო­გორც BBC წერს, ასე­თი ად­გი­ლე­ბია:

  • პა­ლაუ
  • მიკ­რო­ნე­ზია
  • მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი
  • ნა­უ­რუ
  • კი­რი­ბა­ტი
  • სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი
  • ტუ­ვა­ლუ
  • სა­მოა
  • ვა­ნუ­ა­ტუ
  • ტონ­გა

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამ ად­გი­ლებ­ში პან­დე­მი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მო­ა­ცხა­დეს კა­რან­ტი­ნი, ჩა­კე­ტეს სა­ზღვრე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ დრომ­დე ვირუ­სი გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არის, დღემ­დე მკაც­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ვნა­ხოთ, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ზო­გი­ერ­თში.

მა­გა­ლი­თად, პა­ლა­უ­ში სა­ზღვრე­ბი მარ­ტის ბო­ლოს ჩა­კე­ტეს, და­ი­კე­ტა მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, გა­მო­ცხად­და კა­რან­ტი­ნი. სა­ზღვრე­ბი დღემ­დე ჩა­კე­ტი­ლი რჩე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ, ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სას­ტუმ­რო­ე­ბის ზო­გი­ერ­თი მფლო­ბე­ლი თვლის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რად იქ­ცე­ვა და იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ მალე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი გა­ნახ­ლდე­ბა ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას­თან და ტუ­რის­ტე­ბი მათ კვლავ ეწ­ვე­ვი­ან.

კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზეც, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. აქა­უ­რე­ბის­თვის შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო მე­თევ­ზე­ო­ბაა და თევ­ზი ექ­სპორტზე გა­აქვთ, თუმ­ცა ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბის პი­რო­ბებ­ში ამას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, იქაც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გამ­წვა­ვე­ბუ­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მალე დამ­თავ­რდე­ბა და ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. მა­თი­ვე თქმით, მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი ვერ შეძ­ლებ­და პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბას, ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს კი რო­გორ­ღაც უმკლავ­დე­ბი­ან.

კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა არც ვა­ნუ­ა­ტუ­ში. ქვე­ყა­ნა­ში 300 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სია, რო­გორც BBC წერს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ სურს წე­სე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და სა­ზღვრე­ბის გახ­სნა. აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ სურთ ავად არ გახ­დნენ და სხვა მხრივ, პრობ­ლე­მებს გა­უმკლავ­დე­ბი­ან. ივ­ლის­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და ავ­სტრა­ლი­ას­თან სა­ზღვრებს გახ­სნი­და, თუმ­ცა გეგ­მა მას შემ­დეგ ცა­ი­შა­ლა, რაც ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და.

154

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap