გამჭვირვალე ნიღაბი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს

Covid-19–მა მსოფლიოს რიტმი შეცვალა, ადამიანებმა ახალ რეალობაში ცხოვრება ისწავლეს და ამასობაში პირბადე აუცილებელ აქსესუარად იქცა. სამყაროში სადაც ინდივიდუალიზმის გამოსახატად უამრავი ფული იხარჯება, ნაჭრის თუ ქაღადის ნიღაბმა ხალხი ერთფეროვან მასად გადააქცია. სახის გამომეტყველების გარეშე ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია უჭირთ და მათი სურვილების ამოცნობაც ძალიან გართულდა.

ამასობაში შეიქმნა მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე ნიღაბი LEAF Mask, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ჰაერს ფილტრავს და თან თვითაღდგენის ფუნქციაც აქვს.

ნიღაბი საშუალებას იძლევა რომ საყვარელ ადამიანებს ეკონტაქტოთ და თან უსაფრთხოების ნორმებიც არ დაარღვიოთ. მოკლედ, თავადაც უსაფრთხოდ ხართ, სხვებსაც არ უქმნით საფრთხეს და თან ემოციების გამოხატვაც შეგიძლიათ. ანუ მაქსიმალურად ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებით.

LEAF მთლიანად გამჭვირვალეკონსტრუქციაა. მისი შექმნა სპეციალისტებმა სამედიცინო სილიკონის გამოყენებით შეძლეს. ნიღაბს ფილტრი ნიკაბის მიდამოებში აქვს, რაც საშუალებას იძლევა რომ ცხვირი, პირი და ლოყები დაუფარავი დარჩეს. სიახლე საშუალებას იძლევა რომ ადამიანებმა ერთმანეთის სახის გამომეტყველბა თუ საუბრის მანერა დაინახონ და კომუნიკაცია ბევრად უფრო მეგობრული გახდეს.

სილიკონის ნიღაბი არ იორთქლება, ანუ საუბრისას შიდა მხარეს „ღრუბელი“ ნამდვილად არ წარმოიქმნება.

79

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap