გერმანიაში მფრინავი ტაქსი CityAirbus გამოსცადეს

გერმანიაში მფრინავი ტაქსი CityAirbus გამოსცადეს, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია და საათში 120 კილომეტრ ავითარებს. ამის შესახებ Travel and Leisure წერს.

ტაქსის შემქმნელები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ, მალე მფრინავი ტაქსები ქალაქში მგზავრებს გადაიყვანენ და ამის შედეგად საცობების თავიდან აცილება მოხდება. „მფრინავ ტაქსს, ხმელეთზე მოძრავისგან ის უპირატესობა აქვს, რომ უხმაუროდ გადაადგილდება“, – აცხადებენ გამომგონებლები.

პირველი ფრენა, გერამნიაში მფრინავი ტაქსით 2019 წლის დეკემბერში შესრულდა. ამ დრომდე არაა ცნობილი, როდის დაიწყება გერმანიაში მფრინავი ტაქსების წარმოება.

110

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap