გზავნილი ემიგრაციიდან – ” ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარავ,მაპატიე ეს დღეები “

„არ შემეძლო რომ არ დამეწერა,ახლა რასაც ვიკლავ გულში…

ყველაფერი ისე წავიდა, რომ ახლა აქ ვარ. ჩემი ნებით გავხდი ემიგრანტი. არავის დაუძალებია – მაგრამ ვცდილობ, ჩემს შვილს უკეთესი მომავალი შევუქმნა. საბედნიეროდ, ყველაფერში ძალიან გამიმართლა.. ვერ წარმოიდგენთ, აქ ქართველის ყოველი დანახვა როგორ მახარებს
მე ჩემი ცხოვრებისეული მიზანი მაქვს. ისიც ვიცი, რომ სულ აქ არ დავრჩები და დავბრუნდები. დაბრუნების ზუსტი დროც ვიცი,
არადა, მარტივად არაფერი არ მოდის. იყო ემიგრანტი, ნიშნავს ბევრ უძილო ღამეს, უსასრულო მონატრებას და აუტანელ გულის ტკივილს.
გამიმართლა სამსახური მალევე ვიშოვე, თუმცა ამ სიხარულს ყოველთვის თან სდევს სევდა, რომ ჩემი შვილისგან შორს ვარ.
წინ ბევრი ასეთი მტკივნეული დღე, თვე და წელი მელოდება. ჩემს თავს ვამხნევებ, ყველაფერი კარგად იქნება, თამთა!, არ ინერვიულო-თქო  ძნელია, იმ მონატრების გადმოსაცემად, რომელიც ემიგრანტ დედას არასოდეს ტოვებს, სიტყვები მოძებნო. გული გეკუმშება, სუნთქვა გიჭირს, გგონია, ცხოვრება წყდება. მერე თენდება და მუშაობაში დრო გეპარება. დღე დღეს მისდევს. მონატრება უფრო მატულობს და არც ტკივილი ნელდება.
ვფიქრობ ხოლმე, მაპატიებს კი ჩემი შვილი ამ წლებს? წლებს, რომლებიც მის გარეშე გავატარე. დღეებს, რომლებსაც ჩემს ლოდინში ატარებდა. ღამეებს, რომლებიც არ შემეძლო მის თავთან გამეთია?!” ეს ემიგრაციაში მყოფი 25 წლის თამთა მგელაძის წერილია…

 რატომ მიდიან დედები?

რატომ ტოვებენ შვილებს?

სხვებისთვის  იოლად სათქმელი სიტყვები,სხვებისთვის იოლად „გასარჩევი „ ამბები სინამდვილეში, ძალიან  მძიმე ისტორიებია.

მძიმეა რადგან დედას ყველაზე მეტად უჭირს დატოვოს საკუთარი შვილი . შეეგუოს  და ისწავლოს შვილის მოფერება შორიდან,შორიდან დაამშვიდოს,შორიდან ინერვიულოს მასზე,შორიდან უყვარდეს,შორიდან აკვირდებოდეს მის გაზრდას, უყურებდეს მის სახეს ეკრანზე და ვერ ეხებოდეს,იყოს ყველაზე ახლო და ყველაზე მიუწვდომელი ამავდროულად ეს ყველაფერი.

განა ამაზე დიდი სირთულე რა უნდა იყოს ქალის ცხოვრებაში?!

მძიმეა თამთას ისტორიაც,მძიმეა რადგან მას მოუწია მისი ერთდაერთი შვილის დატოვება და სხვა ქვეყანაში წასვლა ემიგრაციაში.

ასეთი ისტორიები ბევრ ქართველ ქალს აერთიანებს სამწუხაროდ.

თამთას სურვილი მხოლოდ ერთადერთი რამ არის,გზავნილი მისი შვილისათვის,რომ ის ძალიან უყვარს და ძალიან მალე მასთან იქნება.

თამთა ესპანეთში უკვე  წელიწადი და ხუთი თვეა იმყოფება,როგორც თვითონ ამბობს წამოსვლა ,როგორც უმეტესობას მასაც მოუწია ფინანსური მდგომარეობის გამო.ძალიან უყვარს მისი ქვეყანა და მისი ულამაზესი ქალაქი ბათუმი,სადაც დაიბადა და გაიზარდა.

წელიწადი და ხუთი თვე,ხუთი წუთიც არ ყოფილა ,რომ თავის შვილზე,თავის „ვასკვლავთბიჭუნაზე“ არ ეფიქრა .( ასე მოიხსენიებს შვილს ,მოფერებით).ყოველი დილა და ღამე მისთვის ძალიან რთულია,რადგან დღე არ იწყება და არ სრულდება ,მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიყვარულთან ერთად,თუმცა უძლებს ,უძლებს ისევ იმ ფიქრით ,რომ მალე იმ მომავალს შეიქმნის,რომელიც მას და მის შვილს ერთად მშვიდად ცოხვრების საშუალებას მისცემს,ეს აძლევს ძალას იშრომოს მუხლჩაუხრელად,არ დაეზაროს არაფერი და გადაიტანოს ის ტკივილი ,რომელსაც  შვილის მონატრება ჰქვია.

იმედი აქვს,რომ ყველა მის ოცნებას მალე აისრულებს,მთავარ ოცნებამდე მისასვლელად.მისი მთავარი ოცნება კი ნიკუშას გულში ჩაკვრა და ნიკუშათან ახლოს ყოფნაა.

412

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap