დიზაინერ ნიკოლას ქანთარიას “კარანტინი” და სამომავლო გეგმები

დღეს მთელ მსოფლიოს საერთო ბრძოლა აერთიანებს.ყველა ერთ სიტუაციაშია.კარანტინი  და თვითიზოლაცია თვეების განმავლობაში ცხოვრების ჩვეულებრივ სტილად გადაიქცა. რა თქმა უნდა, ამ პერიოდშიც არ კარგავენ აქტუალობას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

EDITORI.GE დაუკავშირდა დიზაინერ ნიკოლას ქანთარიას, იმის გასარკვევად თუ, როგორ უმკლავდება პანდემიას და რა გეგმები აქვს სამომავლოდ.

გთავაზობთ ინტერვიუს:

1.გამარჯონა ნიკოლას , ძალიან წარმატებული ადამიანი ხარ, გაქვს საკუთარი ბრენდი,ბევრი საინტერესო პროექტი გვახსოვს შენგან, ამჟამად რა ხდება შენს კარიერაში? რას გვიმზადებს ნიკოლასი?

მადლობა ასეთი შეფასებისთვის. პირველ რიგში, მოგეხსენებათ ბრენდი „ნიკოლასი“ უკვე შვიდი წელია ბაზარზეა და ყოველ ჯერზე ვცდილობ ,რომ მეტად საინტერესო იყოს მოდის მოყვარულებისათვის და საზგადოებისათვის ,რაც მთავარია ხელმისაწვდომი. ამჯერად ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ, რადგან უკვე განაახლა ფუნქციონირება ჩემმა ატელიემ დოლიძის 7 ნომერში. რა თქმა უნდა ახალ კოლექციასაც გაზაფხული-ზაფხული მალე შემოგთავაზებთ.

2.ახლა მთელი მსოფლიო კარანტინშია, შენ სად ატარებ ამ პერიოდს?

თუ იმას გავითვალისწინებთ , რომ მე ძალიან მიყვარს სახლური გარემო არ გამჭირვებია ეს პერიოდი.ვარ სახლში თბილისში და ვუვლი ბაღს, მცენარეებს.ასევე ვაკეთებ ახალ ესკიზებს და ბევრი საინტერესო იდიაც დავაგროვე.

3.როგორ გაგყავს დრო?

როგორც ზევით აღვნიშნე ძალიან საინტერესოდ. კულინარია, მცენარეების მოვლა,საინტერესო სერიალები და მეგობრები.

4.ვიცი რომ ძალიან რთულ დროს დაუდექი  ჩვენს ქვეყანას გვერდით და მაშინ ,როდესაც ძალიან დეფიციტური იყო პირბადეები, შენ უფასოდ შექმენი  და დაარიგე საკმაოდ ბევრი,მომიყევი ამის შესახებ

ხო ამ პერიოდმა დიდი გამოცდა მოგვიწყო, შევძელი და მარნეულში, ზუგდიდში, ბათუმში და აქ თბილისში 2000 მეტი ბრენდირებული პირბადე დავარიგეთ,რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს.

  1. რა დაგანახა ამ პერიოდმა ? იყო ისეთი საკითხები რაც თავიდან გადააფასე?

რა თქმა უნდა ასეთი საკითხები სულ არის ცხოვრებაში, ეს ჩვენ გვინდა თუ არა ,შესაბამისად მეც ბევრი რამ უფრო დავაფასე და ბევრ რამეზე საერთოდ უარი ვთქვი.რაც მგონია, რომ მომავალში დამეხმარება ბევრი რამ უკეთესობისკენ შევცვალო.

6.ყველაზე მეტად რა მოგენატრა ამ პერიოდში?

ჩემი მშობლები , მოგეხსენებათ ისინი სამეგრელოში ცხოვრობენ და ძლაიან მენატრება ჩემი დიდი ოჯახი, ალბათ მეორე შოპინგი,  რასაც მალე შევძლებ და ჩემი გადაღებები და კამერები, რასაც მალე აღვადგენ nickolas street style-ს ვგულისხმობ.

7.ვინც თვალს გადევნებს სოცალურ ქსელში ყველამ იცის ალბათ , რომ ამ რთულ პერიოდშიც არ დაგიკარგავს პოზიტივი ,როგორ ახერხებ ზოგადად ამას, დარჩე მუდამ პოზიტიური?

ეს ალბათ ჩემი გარემო პირობების , ჩემი მშობლების და მეგობრების დამსახურებაა,რომლებიც არც თუ ისე ბევრნი არიან, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე,თუმცა ვახერხებ, რომ რაც არ უნდა ცუდი პერიოდი მქონდეს და იდგეს ზოგადად, მაინც ვინარჩუნებ სიმშივდეს და პოზიტივს.

8.და ბოლოს რა არის შენი წარმატების საიდუმლო შენი აზრით?

თვითონ ჩემი ადამიანი, ალბათ დიდი კომუნიკაციის ნიჭი და ის რომ არასოდეს ვიღლები ან არ ვაღიარებ დაღლას და მაქსიმალურად ვცდილობ გავიზარდო წლიდან-წლამდე, რომ ეს მარტო ციფრები არ იყო ჩემთვის და ასევე ჩემი საქმიანობისთვის (ბრენდისთვის).

59

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap