ემიგრაციის შვილები -ნათია ადამია ესპანეთიდან

ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ემიგრაციის შვილია- ბავშვები, ქართველი მშობლებით,  რომლებიც სხვადასხვა, უცხო  ქვეყანაში გაჩდნენ და იზრდებიან.

საინტერესოა მათი შეხედულებები, მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

EDITORI.GE დაუკავშირდა ესპანეთში მცხოვრებ 14 წლის ნათია ადამიას.

ნათია ესპანეთის ქალაქ მურსიაში დაიბადა. ამავე ქალაქში დადის სკოლაში, ყავს უამრავი მეგობარი, მისი ცხოვრება არაფრით გამოირჩევა ესპანელი თანატოლების ცხოვრებისგან, თუმცა ყოველთვის ხმამაღლა ამბობს რომ ის ქართველია. ნათია სამ ენაზე საუბრობს, მათ შორის ქართულად, ამიტომ კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა რთული.

გთავაზობთ ონტერვიუს.

1.ნათია ესპანეთში დაიბადე და გაიზარდე, თუმცა ძალიან კარგად საუბრობ  და წერ ქართულად,  როგორ მოახერხე ეს?

სახლში ჩემი მშობლები, ყოველთვის ქართულად მესაუბრებოდნენ , ასევე ერთი წლით ვიყავი წასული საქართველოში, იქ უკეთ ავითვისე მშობლიური ენა, რადგან მინდოდა ძალიან კარგად მცოდნოდა.

2.ყველაზე მეტად რა მოგწონს ესპანეთში და ესპანელებში?

ძალიან მომწონს მათი კულტურა და ტრადიციები, ასევე ესპანელები ძალიან კეთილი ხალხია, ისინი ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ.

3.ნათია , საქართველო თუ ესპანეთი?

მე ყოველთვის ვამბობ, რომ არჩევა საჭირო არაა, ორივე ჩემი სახლია. ორივე ძალიან მიყვარს და მომწონს, ორივე ქვეყნის ადამიანები მიყვარს.

აქ ხშირად მე და დედა ქუჩაში ქართულად ვმღერით. ერთხელ ვმღეროდით „ჩამოუქროლებ ჩემს საქართველოს „ და ესპანელმა ბაბუმ გვკითხა საიდან ხართო, საქართველოდანთქო ვუთხარით. ძალიან გაუხარდა ადამიანი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა, დარწმუნებული ვარ სხვის ქვეყანასაც პატივს სცემსო.

ასეა ზუსტად, ორივე ქვეყანა მიყვარს და პატივს ვცემ.

4.რაზე ოცნებობ?

მე ძალიან ბევრი ოცნება და მიზანი მაქვს, მინდა ბევრი რამ გავაკეთო, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, თუმცა ყველაზე მეტად მინდა გაუმჯობესდეს სიტუაცია და აღარ იყოს ამდენი ომები და ამ ყველაფერში მეც შევიტანო წვლილი.

5.როგორია შენი თანატოლების დამოკიდებულება უცხოელების მიმართ?

ძალიან კარგი, ბევრი ემიგრანტია ჩვენს ირგვლივ, არის შემთხვევები, როცა ხდება მათი დისკრიმინაცია თუმცა ძალიან იშვიათად.

6.რას ეტყოდი , რა რჩევას მისცემდი ბავშვებს ,რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას უცხო მიწაზე?

ვიცი რომ ეს ადვილი არაა და დრო გჭირდება, მაგრამ უნდა იფიქრო, რომ ახალ ცხოვრებას იწყებ და ამით ისიამოვნო და მალე შეეგუები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap