ენდი სერკისმა „ჰობიტის“ წაკითხვით $351 000 შეაგროვა

ბრიტანელმა მსახიობმა ენდი სერკისმა პირდაპირ ეთერში „ჰობიტის“ შესვენების გარეშე წაკითხვით ქველმოქმედებისთვის $351 ათასი შეაგროვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში 650 ათასზე მეტი ადამიანი უყურებდა როგორ კითხულობდა სერკისი ჯონ ტოლკინის ნაწარმოებს. 56 წლის მსახიობს „ჰობიტის“ თავიდან ბოლომდე წასაკითხად 11 საათი დასჭირდა. მან პროექტს „ჰობიტატრონი“ დაარქვა.

სერკისმა ჯონ ტოლკინის ნაწარმოების „ბეჭდების მბრძანებლის“ და „ჰობიტის“ ეკრანიზაციებში, რომლებიც რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გადაიღო გოლუმის როლის შესრულებით გაითქვა სახელი.

შეგროვილი თანხმა ორ ბრიტანულ სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap