ესთეტიკური მედიცინის ექიმი თამუნა ბურჯანაძე ,,ბრენდ პერსონა 2022″ ის ტიტულით დაჯილდოვდება

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა  2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს. ქვეყნის წარმატებული ადამიანებს ცერემონიის 15 კაციანი ბორდი ხმის მიცემის პრინციპით არჩევს, რომლებსაც შემდგომ აჯილდოვებს. წელს პერსონა 2022 – ის ტიტულის მფლობელების გამოვლენა უკვე დაიწყო , რომელთა შორის გახლავთ ექიმი თამუნა ბურჯანაძე.

ქალბატონ თამუნას შესახებ ინფორმაცია პერსონას ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ
კლინიკა გინ-მედის დამფუძნებელსა და დირექტორს,
ესთეტიკური მედიცინის და კონტურული პლასტიკის ექიმ თამუნა ბურჯანაძეს ,, კონტურული პლასტიკის ბრენდ პერსონა 2022″ – ის ტიტულზე.
თამუნა ბურჯანაძე დაიბადა ქ.ქუთაისში, იურისტების ოჯახში.1986 წლის 6 ნოემბერს . მას ლეგენდარულ ქალბატონს თამუნა გენძეხაძის ორეულად აღიქვამს ქალაქი. ყველამ ვიცით ლეგენდარული თამუნა გენძეხაძე რომელიც რეზო ანდრიაძის ფილმშია მოხსენიებული” ოხ თამუნია თამუნია”.

თამუნა ბურჯანაძე გახლავთ:
კლინიკა გინ-მედის დამფუძნებელი დირექტორი.
ექიმი-გინეკოლოგი, ესთეტიკური გინეკოლოგი.
ესთეტიკური მედიცინის და კონტურული პლასტიკის ექიმი.

განათლება/გამოცდილება:
ქ.ქუთაისის პირველი კლასიკური გიმნაზია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი .
ქ.კიევის, პირველი ცენტრალური შუპიკის სახელობის პოსტ დიპლომური აკადემიის ორდინატი.
ქ.კიევში ,ამავე აკადემიაში დაამთავრა ასპირატურა.
მუშაობდა ქ.კიევის მე-4 სამშობიარო სახლში ინფექციური სამეანო გინეკოლოგიურ დეპარტამენტში, ექიმი გინეკოლოგად.
დამთავრებული აქ, სამედიცინო მენეჯმენტი ჯიპაში.
მუშაობდა აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, პერინატალური დეპარტამენტში მეან-გინეკოლოგად.
გავლილი აქვს კოლპოსკოპიის და ლაპარასკოპიის სრული სერთიფიცირებული კურსი.
ესთეტიკური მედიცინის და კონტურული პლასტიკის ექიმი.

თამუნა ბურჯანაძე აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ კონფერენციებსა და ფორუმებში და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატები.

გახლავთ ადგილობრივი, უახლესი მეთოდების სერთიფიცირებული ექიმი.
ესთეტიკური გინეკოლოგი.
ფლობს ქართულ, რუსულ და ფრანგული ენებს.

99
Share on facebook
გააზიარე
EDITORI.GE

EDITORI.GE