როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში-რას წერს BBC ?!

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული მაუწყებელი და მკითხველს ქართველ ეპიდემიოლოგებზე უამბობს.

„საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის კიდევ ერთი სახე იყო მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელია. საქართველოში 19 ლაბორატორიაა, სადაც კორონავირუსზე ტესტირებები ტარდება“, – წერს BBC.

გამოცემა მკითხველს საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აცნობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ვირუსთან გამკლავება მყისიერი რეაგირებისა და ეპიდემიოლოგთა მაღალი პროფესიონალიზმის შედეგად შეძლო.

„საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული და 3.7-მილიონიან ქვეყანაში, 15 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა. მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აიკრძალა შეკრებები და ქალაქში გადაადგილება. ასევე, ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ასევე, ლუგარის ლაბორატორიის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე იყო და დაწესებულებას ბრალს სდებდნენ, თითქოს ის აშშ-ის ბიოიარაღის საიდუმლო პროგრამის ნაწილია.

სტატიაში საქართველოს მეზობელი ქვეყნებში არსებული ვითარებაცაა განხილული და აღნიშნულია, რომ იქ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

131

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap