ვინ არის ქართველი გოგონა,რომელიც Amazon-ში დასაქმდა ?!

გიგანტმა ამერიკულმა კომპანია Amazon-მა ქართველი გოგონა დაასაქმა. საუბარია ელენე კავთელაძეზე, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. აღსანიშნავია, რომ ელენემ მუშაობა დაიწყო Amazon-ის მადრიდის ოფისში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის (Software Development Engineer) პოზიციაზე.

როგორც თავისუფალ უნივერსიტეტში აცხადებენ, ელენე კავთელაძე იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სემინარისტი პროგრამირების მეთოდოლოგიაში. ის, ასევე, არის ერთ-ერთი ინიციატორი და დამფინანსებელი მაქსის სტიპენდიის, რომლის ფარგლებშიც, კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი 2020-21 სასწავლო წელს მიიღებს სტიპენდიას.

წყარო:https://fortuna.ge/

279

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap