თბილისში დრაივ-ინ კინოთეატრები იხსნება

ივლისის პირველ ნახევარში თბილისში ორი დრაივ-ინ კინოთეატრი გაიხსნება. Cavea-ს ქსელის თეატრები, რომლებშიც მაყურებლები ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილებიდან შეძლებენ, ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე და იუსტიციის სახლის პარკინგზე განთავსდება. თეატრები მაყურებელს თანამედროვე პრემიერებთან ერთად კინომარათონებს და სხვა ღონისძიებებსაც შესთავაზებს.

პირველ ეტაპზე კინოთეატრები მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს 8 საათის შემდეგ კინოთეატრებში 1 ან 2 ჩვენება გაიმართება.

80

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap