ინდოეთში ბრილიანტებით მორთული ნიღბების გაყიდვა დაიწყო

პანდემიის ფონზე ინდოეთის ქალაქ სურატში საიუველირო მაღაზიამ ბრილიანტებით მორთული დამცავი ნიღბების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

როგორც ჟურნალისტებს მაღაზიის მფლობელმა, დიპაკ ჩოკსიმ უამბო, ნიღბების შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კარანტინის მოხსნის შემდეგ მაღაზიაში მივიდა კაცი, რომელიც ქორწილისთვის ემზადებოდა. მას ამ დღის აღსანიშნავად თავისთვის და საცოლისთვის ძვირფასი ქვების გამოყენებით „უნიკალური“ პირბადეების დამზადება უნდოდა.

შეკვეთის შესრულების შემდეგ მაღაზიაში ასეთი ნიღბების ფართო ხაზის წარმოება გადაწყვიტეს. ამისთვის ყვითელ ან თეთრ ოქროს და ბრილიანტებს იყენებენ. ნიღბების ფასი 2 ათასიდან 5 ათას აშშ დოლარამდე მერყეობს.

63

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap