იცოდით რომ ფრენკ სინატრა არშიყის გამო დააკავეს?

1915 წლის 12 დეკემბერს ქალაქ ჰობოკენშინიუ-ჯერსის შტატში დაბადებული სინატრა, იყო ერთადერთი შვილი იტალიელი ემიგრანტ ნატალი დელა (გარავენტა) და ანტონიო მარტინო სინატრასი, რომელიც აღზრდილი იქნა რომაული კათოლიკური წესებით. მან სკოლა დამთავრების გარეშე მიატოვა. დაესწრო მხოლოდ 47 დღეს, სანამ გარიცხავდნენ მისი ჯიუტი და ხმაურიანი ქცევების გამო. სინატრას მამა ხშირად იღებდა შენიშვნებს მისი ქცევების გამო, რომელიც ჰობოკენის სახანძრო დეპარტამენტის კაპიტანი იყო. ფრენკის დედა, ცნობილი როგორც დოლი, იყო ადგილობრივი დემოკრატიული პარტიის წრეში, რომელიც ასევე არალეგალურ აბორტებს აკეთებდა მის სახლში. იგი იყო დაკავებული რამდენიმეჯერ ამის გამო. დეპრესიების მიუხედავად, დოლი მაინც ახერხებდა ვაჟისთვის ფულის შეგროვებას, რომ მეგობრებთან ერთად გასულიყო და ასევე არც ძვირად ღირებულ ტანსაცმელს აკლებდა. ფრენკი დაკავებული იქნა 1938 წელს დაქორწინებულ ქალთან არშიყის გამო, რაც იმ დროისთვის დანაშაულად ითვლებოდა. მისი ცხოვრების მანძილზე, ის მუშაობდა ადგილზე მიტანის სერვისში, გაზეთ – Jersey Observer-ში. თუმცა სინატრას მთავარი ინტერესი რა თქმა უნდა მუსიკის სფერო იყო, რის გამოც დიდი ინტერესით და ყურადღებით დიდი ჯაზ ბენდების სიმღერებს უსმენდა. მან დაიწყო სიმღერა 8 წლის ასაკში ადგილობრიც ღამის კლუბში, რის გამო წვრილ ფულს აძლევდნენ. სინატრამ პროფესიონალური მომღერლის კარიერა როგორც თინეიჯერმა 1930 წლებში დაიწყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის სწავლობდა მუსიკას ყურის სმენით, თუ როგორ ეკითხა მუსიკა.

124

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap