კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი მსოფლიოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების გამოვლენის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი აღირიცხა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 259 848-ით გაიზარდა. ამასთან, ვირუსს 7 360 ადამიანი ემსხვერპლა. ეს კი, 10 მაისის შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

კოვიდინფიცირებულთა მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა აშშ-ში. მას მოსდევს ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ეს ზედიზედ მეორე დღეა, როცა ინფიცირების რეკორდული რაოდენობა აღწერეს. 17 ივლისის მონაცემებით, 237 743 კოვიდინფიცირებული გამოავლინეს.

ივლისის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო, დღიური მაჩვენებელი 4 800-ია. ივნისში კი 4 600 იყო.

88

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap