სამეგრელოზე მალე ახალ ფილმს გადაიღებენ

პროფესიით მსახიობს და სცენარისტს ლაშა კანკავას ,საზოგადოება კარგად იცნობს თავისი  როლებით თეატრსა თუ კინოში.

მისი ნიჭის დამსახურებით , ის ბევრი ადამიანისათვის ძალიან საყვარელი მსახიობია.მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები, კი გამორჩეული და დასამახსოვრებელი.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რომ,სამეგრელოზე ფილმს გადაიღებენ.

ბევრი დაიწერა, თუ ვინ ითამაშებს ფილმში , რა თემატიკაზე იქნება და ა.შ. 

ეს სიმართლეა !! 

ახლა მთელი საქართველო   “მეგრული day off -ების ” მოლოდინშია,რომელსაც სული სწორედ ლაშა კანკავამ უნდა ჩაჰბეროს.

ყველა დეტალის დასაზუსტებლად EDITORI.GE  სწორედ მას  დაუკავშირდა.

 

ლაშა მოგესალმებით!

-მოგვიყევით თქვენს პროექტზე ,“მეგრული day off-ები“ ,რომელმაც უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია,როგორ გაჩნდა იდეა?

მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რაც შეეხება გამოხმაურებას, ამას პრემიერის შემდეგ უფრო ველოდებით, როცა პროდუქტი უკვე მზად იქნება და გამოვა მაყურებლის სამსჯავროზე. პროექტი ამ ეტაპზე მზადების პროცესშია, ხოლო ის ფაქტი რომ, მის მიმართ ინტერესი  დღითიდღე იზრდება ძალიან გვსიამოვნებს, რაც მოტივაციას და პასუხისმგებლობას ერთნაირად გვმატებს.

მეგრული Day Off – ები ეს იქნება, თანამედროვე რომანტიკული კომედიის ჟანრის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

მე პროფესიით მსახიობი და სცენარისტი გახლავართ, მაგრამ ზოგადად კინო წარმოებისადმი ინტერესი 2012 წლიდან მაქვს და ამის დამადასტურებელი ქავერის ფოტოც მიდევს ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე, რომელზეც 2012 წლის 7 ივლისით დათარიღებული, ჩემი სტუდიის ლოგოა გამოსახული.  მას შემდეგ, გარდა იმისა რომ ვთამაშობდი სხვადასხვა ქართულ და უცხოურ პროექტებში, კინოში ყველა პოზიციაზე ვმუშაობდი. პროდიუსერის ასისტენტად, რეჟისორის ასისტენტად, ქასთინგების ასისტენტად, კოსტუმების ასისტენტად, გრიმის ასისტენტად, კამერაზე, ხმაზე და მძღოლიც კი ვიყავი. შემდეგ უკვე ჩემამმა მეგობარმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ექვთიმე ღვთისკაცზე სცენარის დაწერა შემომთავაზა და ეს ფილმი ჩემი სცენარის პირველი ეკრანიზაცია გახდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნიკოლოზ ხომასურიძეს.

ახლა რაც შეეხება მეგრულ Day off – ებს. მე წარმოშობით სამეგრელოდან გახლავართ და ძალიან მიყვარს ეს კუთხე. კარგად მახსოვს აფხაზეთი, ზაფხულობით სოხუმში ვისვენებდით ხოლმე ნათესავებთან  და შეიძლება ითქვას რომ მთელი სამეგრელო ფეხით მაქვს შემოვლილი. ამიტომ როცა ჩემი პირველი დამოუკიდებელი პროექტის გალეთება გადავწყვიტე, ბევრი არ მიფიქრია რა თემაზე უნდა ყოფილიყო იგი.

მე ამ ფილმის სცენარისტი და პროდიუსერი გახლავართ და მისი გადაღების იდეა სამი წლის წინ გამიჩნდა. ძალიან სასაცილო ისტრიაც მაქვს ამასთან დაკავშირებით. სცენარს წელიწადი და ორი თვე ვწერდი, თუმცა იგი დღემდე გადის დახვეწის პროცესს. მოკლედ,  როცა დავასრულე სცენარზე მუშაობა, იყო რვა ადამიანი ვისთივისაც წასაკითხად უნდა მიმეცა სცენარი, რათა მომესმინა მათი აზრი და შენიშვნები. ამ რვიდან ერთერთი არის ჩემი უფროსი მეგობარი და მოგვარე ბატონი სილვესტერ (ბიჭი) კანკავა რომელიც სულ სხვა პროფესიის გახლავთ მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი აზრი. პირველი, ბატონმა სილვესტერმა წაიკითხა სცენარი და გამომიგზავნა შენიშვნები რომელთაგან მხოლოდ ის პუნქტი მომეწონა სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავდა რომ არ იყო ამ საქმის პროფესიონალი და მე შემეძლო არ გამეთვალისწინებინა მისი შენიშვნები. მაგრამ შემდგომ დანარჩენ შვიდსაც ზუსტად იგივე შენიშვნები ჰქონდათ, მათ შორის პროფესიონალებსაც და უკვე აქტიურად შევუდექი სცენარის დახვეწას. პროცესში ისე აქტიურად ჩაერთო ბატონი სილვესტერი და მეც ისეთი დამოკიდებული გავხდი მასზე, რომ დღეს იგი უკვე ოფიციალურად სცენარისტის კონსულტანტია, რადგან მისი სცენარში შეტანილი წვლილის მხოლოდ მადლობაზე გადატარება დიდი უსინდისობა იქნებოდა ჩემი მხრიდან. „ქიმშავფურია“ მეგრულად ხუმრობს ხოლმე ბატონი სილვესტერი რაც ქართულად საქმით გახურებას ნიშნავს.

-როდის დაიწყება გადაღებები?

სცენარში, სიუჟეტი საზაფხულო რომანზეა აგებული და ამიტომ გადაღებებს აგვისტოში ვგეგმავთ. რადგან ამ დროს განსაკუთრებულად ლამაზია ბუნება.  ყველაფერთან ერთად, ძალიან გვინდა რომ ეს ფილმი ლამაზი სანახავი იყოს.

მეგრული-day-off300x225-როგორც ვიცი სცენარი ნახა თემურ ბაბლუანიმა ,აქტიურად იქნება ჩართული გადაღების პროცესში?

ხო ეს ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო. გასულ შემოდგომას სრულიად შემთხვევით გავიცანი, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორი ბატონი თემურ ბაბლუანი და აღმოვაჩინე რომ მას დედა მეგრელი ჰყოლია, წარმოშობით ჩხოროწყუდან. ხოლო ბაბუა, ლეონიდე ჟვანია ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იყო. ბატონი თემური ძალიან კარგად საუბრობს მეგრულად და კარგად იცის ამ კუთხის ხასიათის თავისებურებები. ამიტომ როცა უკვე ჩემი მეგობრის, საბა კიკოლიაშვილის აქტიური რჩევების შედეგად დავიწყე ფიქრი იმაზე რომ მჭირდებოდა გამოცდილი ადამიანი ვინც ამ პროექტის განხორციელებაში დამეხმარებოდა და თან კარგად იცნობდა სამეგრელოს რა თქმა უნდა მაშინვე ბატონ თემურ ბაბლუანს დავუკავშირდი. ბევრი ვისაუბრეთ პროექტის შესახებ. მე ავუხსენი მისი სექმნის მიზეზიც და მიზანიც. შემდეგ გავუგზავნე სცენარი, რაზეც ძალიან კარგი შეფასება მომცა. რა თქმა უნდა ჰქონდა თავისი შენიშვნები და შეკითვები მაგრამ – მთლიანობაში სცენარს დიდი პოტენციალი აქვსო მითხრა. ბატონი თემური დღეს უკვე პროექტის კონსულტანტია და მასთან ერთად გავივლით ყველა დეტალს.

-ყველა მსახიობი შერჩეულია?

სცენარში არიან პერსონაჟები რომლებიც წერის დროსვე ვიცოდი ვის უნდა ეთამაშა და ამიტომ ამ პერსონაჟების ხასიათები, იმ მსახიობების ხასიათებს მოვარგე ვინც ფილმში უნდა განასახიერონ ისინი.  ესენი არიან: ეკა მჟავანაძე, რეზო ჩხიკვიშვილი და მისი მეუღლე ხათუნა ჩაგელიშვილი, გიორგი ცაავა, ჟანო იზორია, ბაჩო ქაჯაია, ზურა ინგოროყვა და სხვები. ჩართული იქნება სამეგრელოს, რეგიონალური თეატრების მსახიობები, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და გუნდები. სულ სამი კატეგორიის პერსონაჟებია სცენარში. არის პერსონაჟები რომლებიც მეგრელებმა არ უნდა ითამაშონ, არის ნეიტრალური პერსონაჟები, რომლებსაც სულ ერთია ვინ ითამაშებს და არის პერსონაჟები რომლებიც აუცილებლად მეგრელებმა უნდა ითამაშონ. ახლა რეგულაციების მოხსნას ველოდებით და რაიონებში ქასთინგების დაგეგმვას ვაპირებთ რადგან ჯერ კიდევ არის ეპიზოდები და როლები, რომლებზეც ჯერჯერობით არავინ დაგვიმტკიცებია.

-რაზე იქნება აქცენტი ძირითადად?

სიუჟეტი, სასიყვარულო ისტორიის ირგვლივ, მოგვითხრობს სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოსა და სხარტ იუმორზე. იქნება ასევე აფხაზეთის თემა, ემიგრაციის ხაზი, ქართულ-ებრაული მეგობრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობის თემები.

-სად იქნება გადაღებები?კონკრეტულად ერთ ლოკაციაზე თუ სამეგრელოს სხვადასხვა ქალქებში?

ძირითადი გადაღებები იქნება სამეგრელოს შვიდივე რაიონში, ასევე ფოთში, ბათუმსა და თბილისში. მაქსიმალურად გვინდა წარმოვაჩინოთ სამეგრელოს ისტორიულად და ტურისტულად მნიშვნელოვანი, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ლამაზი ადგილები. ზოგადად ეს ფილმი, ამ კუთხისა და სრულიად საქართველოს მხატვრული პრომოუშენი უნდა გახდეს. რადგან პრემიერის შემდეგ მთელი საქართველოს მაშტაბით ვგეგმავთ ორგანიზებულ ჩვენებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის დამფუძნებლის, ქალბატონი თიკა სვანიძე ვენკოს დახმარებით, რომელთანაც უკვე გვაქვს ხელშეკრულება. პრემიერის შემდეგ ფილმი აზიის, ევროპისა და ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში წავა ტურნეს სახით, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით, კიდევ ერთი დადებული აგური იქნება.

-რა მხარდაჭერა გჭირდებათ ეხლა ყველაზე მეტად?

ფინანსური დახმარება რა თქმა უნდა. მე და ჩემი ასისტენტი თამარ სურმავა, დაახლოებით ათი თვეა ბიუჯეტის მოძიების მიმართულებით ვმუშაობთ. უკვე გვყავს სამი პარტნიორი სასტუმრო რომლებიც გადაღებების დროს ჯგუფის დარჩენას უზრუნველყოფენ და მადლობა მათ ხელმძღვანელებს. გვყავს პატარპატარა ფინანსური მხარდამჭერები რომლებმაც მინივენი შეგვიძინეს და მიმდინარე ხარჯებს გვიფარავენ. მათი დახმარებით უკვე თითქმის ყველა გადასაღები ლოკაცია მოვიძიეთ. მალე გაირკვევა საწვავის და ტრანსპორტის თემაც. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ არქიმანდრიტ სერაფიმე ჭედიას, ბატონ გიორგი გაგუას, ბატონ სილვესტერ (ბიჭი) კანკავას, ბატონ ალექსანდრე მოწერელიას, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, ბატონ ბუბა კუჭავას, ბატონ ამირან ბიწაძესა და აბსოლიტურად ყველა ჩვენს აქტიურ მხარდამჭერსა და გულშემატკივარს რომელთა რიცხვიც თანდათან სულ უფრო მატულობს. ყოველთვის ვამბობ და გავმეორდები, რომ როცა ხედავ, შენთვის უცნობი თანამემამულე ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს და მისი დახმარების სურვილი გიჩნდება, ეს ადამიანური თვითშეგნებისა და პატრიოტიზმის უმაღლესი ფორმაა. ახლახანს ჩემი მეგობრის თამარ ზოიძის შუამავლობით დაგვიკავშირდა ამერიკაში ერთერთი ყველაზე აქტიური ქართველი ემიგრანტების ჯგუფის ადმინისტრატორი ქალბატონი მზია წულუკიძე და ფილმის შექმნაში ფინანსური მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ერთთვიანი ფილმის მხარდასაჭერი აქციის შედდეგად, ქალბატონ მზიასთან თავს მოიყრის ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ შეგროვილი თანხა რომელიც ჩვენი ფილმის ბიუჯეტში გადმოირიცხება და წინასწარ მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. პარალელურად ვაგრძელებთ აქტიურ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ადგილობრივ ბიზნესმენებთან, სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებთან. რადგან იდეურად მნიშვნელოვანია რომ ფილმში რეკვიზიტების სახით გამოყენებული ყველა პროდუქტი თუ გადასაღები ობიექტი აუცილებლად ქართული წარმოების უნდა იყოს. ეს ფილმი ჩვენი ქვეყნის პრომოუშენი უნდა გახდეს ყველა მიმართულებით.

-გარდა იმისა რომ ეს ერთვარად იქნება ტრადიციების,ულამაზესი კუთხის წარმოჩენა ,იქნება რაიმე სიურპრიზებიც ,სიახლე რასაც მაყურბელი ამ ფილმიდან აღმოაჩენს?

რა თქმა უნდა. ბევრი საინტერესო ისტორიული და კუთხური დეტალი წარმოჩინდება ფილმში რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრმა არ იცის. თვითონ სიუჟეტშიც იქნება სიურპროზები. ძალიან საინტერესო სიურპრიზი ელის მაყურებელს მთავარი გმირი გოგოს როლის შემსრულებლის სახით. ასევე აღსანიშნავი და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ ფილმის საუნტრეკზე, ცნობილი ქართველი ვოკალისტი და კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძე იმუშავებს

-როგორც ვიცი თქვენც ითამაშებთ თქვენივე ფილმში,როგორი გრძობაა ?

როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემი ძირითადი პროფესია მსახიობობაა და ჩემს თავს ხომ არ დავჩაგრავდი? ჰა ჰააა… ეს რა თქმა უნდა ხუმრობით

-დაახლოებით რამდენხანში უნდა ველოდოთ ფილმის გამოჩენას ეკრანებზე?

გადაღებას აგვისტოში ვგეგმავთ და ღვთის წყალობით თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, პანდემიაც თუ დაცხრა და რეგულაციებიც საბოლოოდ მოიხსნა, მომავალი წლის გაზაფხულზე ალბათ უკვე იქნება მეგრული day off -ის  პრემიერა.

 

1,044
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია