მერაბ დვალიშვილმა გუსტავო ლოპესი დაამარცხა

14 ივნისს, თბილისის დროით ღამის სამ საათზე UFC-ში მორიგი ღონისძიება გაიმართა. ქართველი ქომაგებისთვის მთავარი ბრძოლა მოგვიანებით შედგა – მერაბ დვალიშვილი 30 წლის გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდა და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა!

როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილს რეი ბორგთან უნდა ეჩხუბა, თუმცა ის პირადი მიზეზების გამო ოქტაგონზე ვერ გამოცხადდა.

რაც შეეხება ბრძოლას, ქართველმა სამივე რაუნდი დამაჯერებლად ჩაატარა და გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო. დვალიშვილმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა და ლოპესთან ბრძოლისას 13 „თეიქდაუნი“ (გდება) შეასრულა.

მსაჯების გადაწყვეტილებით, დვალიშვილმა 30:25, 30:26, 30:26 გაიმარჯვა.

რაც შეეხება მერაბის მეტოქეს, ლოპესი (დღემდე) ზედიზედ 3 ბრძოლა არ მარცხდებოდა. კარიერაში იგი ოქტაგონზე 15-ჯერ გავიდა და 11-ჯერ იმარჯვა. UFC-მდე კი, Combate Americas-ში გამოდიოდა და ნახევრად მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობაც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ UFC-ში მერაბ დვალიშვილის ბალანზე უკვე 4 გამარჯვება და 2 მარცხია

წყარო: crystalsport.ge

147

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap