მეცნიერებმა შექმნეს ცილა, რომელიც კიბოს ებრძვის და ნეირონებს აღადგენს

ჩვენი ფილტვები, ძვლები, სისხლძარღვები და სხვა ყველა ორგანო შედგება უჯრედებისგან; ერთ-ერთი გზა, რომლითაც ორგანიზმი ჯანმრთელობას ინარჩუნებს, არის ინფორმაციული ცილების, სახელად ლიგანდების გამოყენება; ეს ცილები უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს ეკვრის და არეგულირებენ ბიოლოგიურ პროცესებს. როდესაც ეს ცილები მახინჯდება, შეიძლება გაგვიჩნდეს სხვადასხვა დაავადება.

ახლახან, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯენიფერ კოჩრანი ხელმძღვანელობდა, ერთი ლიგანდი ოდნავ სხვადასხვა გზით დაამუშავა და ორი სრულიად სხვანაირი შედეგი მიიღო. ერთმა ცვლილებამ ნერვული უჯრედების აღდგენა გამოიწვია, ამავე ცილის სხვა ცვლილებამ კი ფილტვის სიმსივნის  ზრდა ჩაახშო.

ექსპერიმენტები ადამიანის უჯრედებზე, ვირთაგვასა და თაგვებზე ჩატარდა, ნამდვილი დაავადებების თანხლებით, მაგრამ ჯერ შორსაა ადამიანებზე გამოცდისგან. თუმცა, შედეგები აჩვენებს, რამდენად მიუახლოვდნენ მკვლევრები სხეულის ცილაზე დაფუძნებული კონტროლის მექანიზმს, რომელიც სასიცოცხლო ორგანოებს თვითმკურნალობაში ეხმარება.

„ერთ მშვენიერ დღეს, ეს ცილები შეიძლება გამოვიყენოთ ნეიროდეგენერაციული დაავადების, სიმსივნეებისა და სხვა დარღვევების სამკურნალოდ, მათ შორის, ოსტეოპოროზის (ძვლოვანი ქსოვილის დავიწროება) და ათეროსკლეროზის შემთხვევებში“, — ამბობს კოჩრანი.

184

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap