პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტი ქალი-20 წლის ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი-  პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მის სახელს ბევრი წარმატება უკავშირდება. დღეს ქართველი საზოგადოებისათვის და არა მარტო ქართველებისათვის ის არის ერთ-ერთი საამაყო სპორტსმენი, რომელიც ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.

ეთერს წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება და წარმატება ელის.

EDITORI.GE დაუკავშირდა ეთერ ლიპარტელიანს, იმის გასაგებად, თუ როგორ გრძნობს თავს, სად ატარებს კარანტინს და რა გეგმები აქვს.

გთავაზობთ ინტერვიუს.

 1.დავიწყოთ შენი კარიერით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაქვს, პირველი  ძიუდოისტი ქალი ხარ, ვინც ეს ტიტული მოირგო რა შეცვალა ამან შენს ცხოვრებაში?

დიახ, პირველი მანდილოსანი ვარ, ვინც შეძლო ევროპისა და მსოფლიოს მოგება ძიუდოში. ამან ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში დამარწმუნა, რომ კიდევ ბევრი შემიძლია, მომცა მოტივაცია მომავალი დიდი ჩემპიონობის.

2.კარიერის რა ეტაპზე ხარ?

ესე ვთქვათ ჯერ კარიერის ნახევარ ეტაპზე ვარ, ვინაიდან ვთვლი რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის.ისევ აღვნიშნავ, ჩემმა ტიტულმა დიდი  მოტივაცია მომცა და მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ წარვსდგე ტოკიოს ოლიმპიადაზე და უმედლოდ არ ჩამოვიდე.

3.თუ გაქვს რაიმე განსაკუთრებული რიტუალი, რასაც აკეთებ ორთაბრძოლის წინ ?

ორთაბრძოლის წინ, მე ყოველთვის ვლოცულობ, პირჯვარს ვიწერ და უფალი ყოველთვის ისმენს ჩემს ლოცვას.

4.მე ვიცი, რომ ძალიან დიდი და რთული გზა გაიარე მწვერვალამდე, ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

დიახ, რა თქმა უნდა, დიდი და რთული გზა გავიარე.ძალიან ძნელი იყო მშობლებისგან და დედმამიშვილებისგან შორს ყოფნა.მე ეს ძალიან მიჭირდა, მაგრამ გვერდით მედგა ყოველთვის ჩემი უსაყვარლესი ბიძა მალხაზ ლიპარტელიანი და ყველაფერს აკეთებდა,რომ თავი მარტო არ მეგრძნო.ახლა ჩემს საყვარელ დაიკოსთან ერთად ვცხოვრობ თბილისში.

5.დღეს მთელი მსოფლიო კარანტინშია, შენ სად ატარებ ამ პერიოდს და როგორ ვარჯიშობ?

პანდემიის პერიოდს, სვანეთში ვატარებ .ვცდილობ არ მოვდუნდე.ყოველდღე ვვარჯიშობ, რადგან შევინარჩუნო ფორმა და არ ჩამოვრჩე ლიდერ სპორტსმენებს ჩემს წონაში.

6.ხარ წარმატებული ძიუოდოისტი ქალი, თუ გყავს რჩეული?როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც შენს გვერდით იქნება?

მყავს რჩეული და ის სწორედ ისეთია,როგორიც წამორმედგინა მანამდე.ყოველთვის გვერდში მიდგას და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს წარატებაში.ყოველთვის მეხმარება მომზადებაში, მამხნევებს ფსიქოლოგიურად და რაც მთავარია ის არის ძალიან კარგი და კეთილი ადმიანი.

7.რა რჩევას მისცემდი გოგონებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ძიუდოში?

რჩევას რაც შეეხება, ჩემი დევიზია – ვივარჯიშო მაშინ, როდესაც სხვას სძინავს .ასევე დარბაზში ბოლომდე დაიხარჯნონ, ყველაფერი გააკეთონ მიზნის მისაღწევად,ყოველთვის ბოლო გამოვიდნენ სავარჯიშო დარბაზიდან და შემდეგ შეჯიბრიდანაც ყველაზე ბოლოები გამოვლენ.ამ სიტყვებით  გვარიგებდა ყოველთვის ჩვენი მწვრთნელი.

8.ეთო დღეს, მთელი საქართველო ამაყობს შენით, თუ იყო პერიოდი ,როცა შენი გადაწყვეტილების გამო საზოგადოება გაკრიტიკებდა?

დიახ, იყო პერიოდი, როცა საზოგადოება მაკრტიკიებდა,მეუბნებოდნენ, რომ  ეს არ იყო ქალის საქმე, მაგრამ არავის ვუსმენდი.ამ ყველაფერში ხელი მე ბიძამ, მალხაზ ლიპარტელიანმა შემიწყო ასევე ჩემმა ოჯახმაც.შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ ამ წვალებამ და შრომამ ფუჭად არ ჩაიაროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap