“პოლონეთში გეი ქორწინება არ იქნება და მათ ბავშვის აყვანის უფლება არ ექნებათ” პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა LGBT პირების უფლებების დაცვის „იდეოლოგიას“ კომუნიზმზე დესტრუქციული უწოდა.

BBC“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ანჯეი დუდამ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა.

დუდას თქმით, მისი მშობლების თაობა კომუნისტურ იდეოლოგიას 40 წელიწადი ებრძოდა და არა იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი და უფრო დესტრუქციული იდეოლოგია.

თავის გამოსვლაში პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ბავშვების სექსუალურ განათლებაზე პასუხისმგებლობა მათ მშობლებს ეკისრებათ და შეუძლებელია ყველა ინსტიტუტი ამ პროცესში ჩაერიოს.

10 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა წარადგინა ე.წ. ოჯახის ქარტია და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ პოლონეთში გეი წყვილების ქორწინება დაუშვებელი იქნება და ისინი ბავშვის აყვანას ვერ შეძლებენ. დუდას თქმით, ასევე აიკრძალება სკოლებში LGBT საკითხების სწავლება.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. წინასწარი პროგნოზებით, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ანჯეი დუდა ფავორიტია.

მისი მთავარი კონკურენტი ვარშავის ლიბერალი მერი რაფალ ტშასკოვსკია. მისი ინიციატივით, ვარშავის სკოლებში ლგბტ საკითხები ისწავლება, რის გამოც მას ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ.

66

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap