აქციე ძველი ტანსაცმელი ახლად -ახალი ტექნოლოგია H&M-სგან

პოპულარულმა ბრენდმა H&M-მა, რომელიც ტანსაცმელს აწარმოებს, დანერგა ახალი ტექნოლოგია, რომლითაც ძველი ტანსაცმლის განახლება ხდება. ამის შესახებ Fast Company წერს.

შვედურმა კომპანიამ წარმოადგინა ტექსტილის გადამამუშავებელი მანქანა Loop-ი, რომელიც ძველ ტანსაცმელს ანაწევრებს, შემდეგ კი ქმნის ქსოვილს, რომლითაც ახალი ტანსაცმელი იკერება.

დანადგარი არ გამოიყენებს წყალს და ქიმიკატებს, რაც ქსოვილის წარმოებას ეკოლოგიურს ხდის. სტოკჰოლმის მოსახლეობას შეუძლია ჩააბაროს ძველი ტანსაცმელი რაშიც მათ კომპანია $11-დან $16-დოლარამდე უხდის. ძველი ტანსაცმლისგან ნახევარ საათში ახალი ქსოვილი მიიღება.

574

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap