რაზე ოცნებობს და რა გეგმები აქვს ნიჭიერის ოქროს ღილაკის მფლობელს მარიამ ნადიბაიძეს (ექსკლუზივი)

მარიამ ნადიბაიძე-გოგონა,რომელიც გასულ კვირას,  “ნიჭიერის”  საშუალებით მთელმა საქართველომ გაიცნო. მისი ხმით და ვოკალური მონაცემებით მოხიბლულმა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ის ოქროს ღილაკით დააჯილდოვა. მარიამისთვის ეს პირველი კონკურსია,პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე, თუმცა მისი ნიჭიერებით მოახერხა და დღეს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს.

EDITORI .GE დაუკავშირდა მარიამს,რადგან უკეთ გაგაცნოთ ის კონკურსს მიღმა და  ასევე გაგანდოთ  მისი სამომავლო გეგმები.

 

1.მარიამ მოგესალმებით, მოგვიყევი შენს შესახებ გაეცანი კიდევ ერთხელ ჩვენს მკითხველს..

მოგესალმებით. მე ვარ მარიამ ნადიბაიძე 22 წლის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტი.

2.მოდი დავიწყოთ თავიდან, მარიამ რა ასაკიდან მღერით?

სულ რაღაც 6 წლის ვიყავი, როდესაც დედამ გადაწყვიტაა სკოლის პარალელურად ვეტარებინე სხვადასხვა წრეებზე და მათ შორის იყო სიმღერაც. თავდაპირველად შემიყვანა ჩემივე სკოლაში ხალხურ სიმღერებზე, შემდგომ გადავეთი #26 ხელოვნების სკოლაში და ფორტეპიანოზე სიარულთან ერთად დავდიოდი საესტრადო სიმღერებზეც, ხოლო 13 წლის ასაკში დავიწყე მიბაძვა ჩემი ვოკალის პედაგოგის- ქალბატინ მზია დავითაშვილის და თანდათან ჩამომიყალიბდა ჩემი პედაგოგის დახმარებით საოპერო ხმა, შედეგ ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში იქაც მოვხვდი მაესტრო თეიმურაზ გუგუშვილთან, ათწლედის დამთავრების შემდეგ კი ჩავაბარე კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე ისევ ჩემს მაესტროსთან.დღემდე გვერდში მიდგას და ერთად მოვდივართ.

3.როდის აირჩიეთ კონკრეტულად ეს მიმართულება ვგულისხმობ საოპერო მიმართულებას…

საოპერო მიმართულებას 15 წლის ასაკში მოვკიდე სერიოზულად ხელი, როდესაც კონსერვატორიის დიდ დარბაზში შევასრულე ,,ლელა”-სარია.

4.ვინ არის თქვენთვის შთაგონება ამ სფეროში?

დღემდე ჩემი ორი უძლიერესი პედაგოგები მაესტრო ქ.მზია დავითაშვილი და ბ. თეიმურაზ გუგუშვილი,შემდეგ მათ მოყვებიან ჩეჩილია ბარტოლი , ანა ნეტრებკო, მონსერატ კაბალიე, მარია კალასი და სხვანი.

5.პირველი კონკურსია თქვენთვის ნიჭიერი ,რომელშიც მონაწილეობა მიიღეთ?

ასეთი დონის კონკურსი ჩემთვის პირველია და იმედია სასურველი შედეგის მომტანიც იქნება.

6.სხვანაირად ალბათ წარმოუდგენელიც იქნებოდა,მაგრამ რას ნიშნავდა თქვენთვის ოქროს ღილაკი?

ოქროს ღილაკი ჩემთვის ნიშნავს იმ მიზნისკენ მიახლოებას, რის გამოც გადავდგი ეს ნაბიჯი.

7.რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

სამომავლოდ არის დიდი გეგმები. საზღვარგარეთ სწავლა კონკურსებში მონაწილეობა, რომელთა განხორციელებასაც დიდი შრომა და დიდი ფინანსებიც სჭირდება.

8.რა არის თქვენი ოცნება?

ჩემი მიზანი და ოცნება არის,რომ  შევძლო  დავიყო წარმატებული ჩემს სფეროში.

9.რას ეტყვით თქვენს გულშემატკივარს,რომელიც უკვე ძალიან ბევრი გყავთ და ალბათ სამომავლოდ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება…

პირველ რიგში ვეტყვი, რომ მათგან წამოსული სითბო და სიყვარული ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული და სიხარულია, მაბედნიერებს მათი ასეთი აქტიურობა და ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრი არიან, მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს ტბილი და სიყვარულით სავსე სიტყვებისთვის. ძალიან ვეცდები შემდგი გამოსვლა კიდევ უკეთესი იყოს, მაბედნიერებთ და მიყვარხართ ყველა.

1, 109

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap