რატომ ანიჭებენ უპირატესობას ქართველი სტუდენტები ჩინეთში სწავლას ?!

 ქართველი სტუდენტების ნაწილი სწავლის გასაგრძელებლად ხშირად ირჩევს ევროპის ან ამერიკის წამყვან უნივერსიტეტბს.

 ევროპული განათლება  დიდ პრიორიტეტად მიიჩნევა ჩვენს ქვეყანაში.

თუმცა ბოლო პერიოდში ქართველი სტუდენტები ძალიან ხშირად სასწავლებლად ირჩევენ აზიის ქვეყნებს, კერძოდ კი ჩინეთს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ სხვა სირთულეებთან ერთად ამ დროს საკმაოდ დიდი სირთულე არის ენის ბარიერი.ჩინური ენა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად მოიაზრება.

EDITORI.GE   დაუკავშირდა ქართველ სტუდენტებს ჩინეთში ია გოგიტიძეს და მარიამ ლაღიძეს, იმის გასარკვევად თუ  როგორია მათი სტუდენტური  ცხოვრება აზიაში და რა სირთულეების და გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ ისინი მსოფლიოს მეორე კუთხეში.

იხ: ინტერვიუ

 ია გოგიტიძე :

1.როდის გადაწყვიტე ჩინურის სწავლა და შემდეგ უკვე სასწავლებლად წასვლა ჩინეთში?

ჩინურის სწავლა და ჩინეთში სწავლა გადავწყვიტე 5 წლის წინ. მინდოდა ჯერ ენის კურსზე, ხოლო შემდეგ უკვე მაგისტრატურაზე ჩამებარებინა.

ჩინურ უნივერსიტეტებს ძალიან კარგი პროგრამები აქვთ, მოწადინებული და ბეჯითი სტუდენტებისთვის გასცემენ გრანტებს, რაც მოიცავს სწავლისა და საერთო საცროვრებელში ცხოვრების საფასურს.

მეც გამიმართლა და მოვხვდი ერთ-ერთ ასეთ პროგრამაში.

2.როგორ გაიხსენებდი პირველ პერიოდს,როცა საცხოვრებლად გადახვედი ოჯახისგან ძალიან შორს,  რა იყო ყველაზე რთული?

 თავიდან გამიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას, თავს მარტო აღარ ვგრძნობდი, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი, ახალი მეგობარი გავიჩინე, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ, აქ არა მაქვს ლაპარაკი მხოლოდ ჩინელ ბავშვებზე, ჩვენ, საერთაშორისო სტუდენტები ერთ საერთოო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ვცდილობდი მთლიანი კონცენტრაცია სწავლაზე გადამეტანა და ალბათ ამან დამარცხებინა ნოსტალგია.

3.ყველაზე მეტად რა მოგწონს ამ ქვეყანაში და ზოგადად ხალხში?

ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი თუ როგორი საოცარი კულტურის, ენისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაა. საინტერესოა, თუ როგორ ერწყმის უძველესი და უახლესი ჩინეთი ერთმანეთს, ეს ყველაზე კარგად გარეთ გასვლისას ვიგრძენი. იყო მომენტები, როდესაც თავი სხვადასხვა ეპოქაში მეგონა, ძველი ჩინური შენობა-ნაგებობები, ხიდები, წითელი ლურჯი და მწვანე ფერების დინამიკა თანამედროვე ატქიტექტურასთან უდაოდ ენით აღუწერელი სანახაობაა.

4.ძალიან ცუდი პერიოდი დაგემთვხვა ვირუსის ტალღა,შენ იყავი ფაქტიურად მოვლენების ეპიცენტრში,როგორი დამოკიდებულება იყო შენს გარშემო და როგორ იყავი შენ?

სანამ სიტუაცია დამძიმდებოდა, ყველას და ალბათ ჩინელებსაც ეგონათ, რომ ეს უბრალო ვირუსი იყო.

ჩინელების სიმშვიდე პატივისცემას იმსახურებს… ყველა მიყვებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებს და ზედმეტი პანიკის გარეშე შეიძლება ითქვას რომ ჩინეთმა ,, გადააგორა ,,  ვირუსი.

სიმშვიდე გადამდებია ამიტომ ჩვენც ვცდილობდით პანიკას არ ავყოლოდით, იმის და მიუხედავად, რომ სახლში დაბრუნება სულ უფრო და უფრო რთული იყო.

5.ბუნებრივია რომ  ამ პერიოდში გადაწყვიტე დაბრუნება,ეს დროებითია?  აპირებ დაბრუნებას?

 კი, აუცილებლად დავბრუნდები და გავაგრძელებ სწავლას.

6.როგორ გაატარე კარანტინი და გქონდა თუ არა კონტაქტი შენს მეგობრებთან ჩინეთში?

კარანტინში ყოფნა გამიჭირდა, ალბათ ისევე როგორც ყველას.. ბევრი რამ იყო შეზღუდული ამიტომ რაღაც პერიოდი მუდმივ შიშში მომიწია ყოფნა.

7.სამწუხაროდ ხდებოდა ბევრი ბულინი ,ჩინელების მიმართ,როგორია შენი აზრი ამ ყველაფრთან დაკავშირებით?

ბულინგი მიმაჩნია მიუღებლად, რაც არ უნდა მძიმე იყოს სიტუაცია, ამ საქციელს გამართლება არააქვს.

8.ყველაზე მეტად რას ისურვებდი ?რას გააკეთებ როცა ეს ყველაფერი დასრულდება საბოლოოდ?

დავბრუნდები ჩინეთში  და გავაგრძელებ სწავლას

მარიამ ლაღიძე :

1.მარიამ რომ გაეცნო ჩვენს მკითხველს რამდენი წლის ხარ,რაზე სწავლობდი საქართველოში და სად და როდის გადაწყვიტე სასწავლებლად წასვლა ჩინეთში?

მე ვარ მარიამ ლაღიძე 22წლის. საქართველოში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში  დავასრულე  ფილოლოგიური ფაკულტეტი. ჩინური კულტურისა და ენის შესახებ ინტერესი   უნივერსიტეტში სწავლისას გამიჩნდა. ერთადერთი ვიყავი ფაკულტეტიდან, რომელმაც მიიღო რექტორის შეთავაზება ჩინურის შესწავლის თაობაზე. გვყავდა როგორც ქართველი, ისე ჩინელი პედაგოგები, რომლებიც ყველანაირად გვეხმარებოდნენ ამ რთული გზის დასაწყისში, რასაც ჩინურის შესწავლა ქვია.

2.რატომ აირჩიე ჩინეთი?

 მეგობრებს ძალიან უკვირდა ჩემი ჩინეთით გატაცება, მირჩევდნენ ცოტა მარტივი გზა ამერჩია და სწავლა ევროპაში ან ამერიკაში გამეგრძელებინა. თუმცა, ეს გატაცება დაუძლეველ სურვილში გადაიზარდა რომ აუცილებლად წავსულიყავი ჩინეთში და უშუალოდ გამეცნო უძველესო ისტორიისა და კულტურის მქონე ერი, რომელმაც უკანასკნელ ათწლეულბში საოცარ პროგრესს მიაღწია.

3.როგორ შეეგუე ახალ ეტაპს, ახალ ცხოვრებას, ახალ გარემოს?

როგორც ამბობენ, ოცნებები მართლაც სრულდება და მეც წავედი ჩემი ჩინური ოცნების ასასრულებლად. სიმართლე გითხრათ ახალ გარემოსთან შეგუება არ გამჭირვებია, რადგან ჩემთან ერთად განსუს უნივერსიტეტში ერთი ქართველი გოგონაც მოხვდა-ია გოგიტიძე, რომელთან ერთადაც დაუვიწყარი სემესტრი გავატარე ჩინეთში.

4.როგორია მათი დამოკიდებულება უცხოელი სტუდენტების მიმართ?

მინდა გითხრათ, რომ ჩინელებს უცხოელი სტუდენტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მათგან ყოველთვის იგრძნობოდა ძალიან დიდი ყურადღება და მზრუნველობა ჩვენს მიმართ. ლექტორები ძალიან უშუალოები და მეგობრულები იყვნენ და ცდილობდნენ მაქსიმალურად დაგვხმარებოდნენ ენის შესწავლაში და ვეზიარებინეთ ჩინური კულტურისათვის.

5.ბევრი ქართველი მიდის ბოლო პერიოდში ჩინეთში სასწავლებლად რატომ, შენი აზრი მაინტერესებს , რა არის გნსაკუთრებული, ეს ენის გამოა (რადგან მომავლის ენას უწოდებს ბევრი უკვე ჩინურს)  თუ სწავლების დონეც მაღალია ამ ყველაფერთან ერთად?

 ბოლო პერიოდში ჩინეთში სწავლის მიმართ  ქართველი  სტუდენტების დაინტერესება საგრძნობლად გაიზარდა. ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: უპირველეს ყოვლისა,  ეს საქართველოში ჩინეთის აქტიურმა პროპაგანდამ განაპირობა(კარგი გაგებით). ვიცით, რომ საქართველოს ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს. ამასთან, ნათელია, თუ როგორი გავლენა აქვს ჩინეთს დღევანდელ მსოფლიოზე და რა ტემპებით იზრდება ეს გავლენაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ენის შესწავლა აუცილებელიცაა, თუ გვინდა რომ ქვეყნის სწრაფ განვითარებას შევუწყოთ ხელი. აქვე მინდა აღვნიშნო თვითონ ჩინური მხარის დიდი წვლილი, რაც  საუკეთესო უნივერსიტეტების სიმრავლით  და ამ უნივსიტეტებში საუკეთესო პირობებით გამოიხატება,  ისინი მზად არიან თავად უზრუნველყონ უცხოელი სტუდენტი  მაღალი ხარისხის განათლებით.

6.ვირუსის დაწყების დროს როგორც ვიცი იქ იყავი რა განცდა გქონდა?თავიდანვე იგრძნობოდა შიში?

დიახ, ვირუსის დაწყებისას იქ ვიყავი. სიმართლე გითხრათ, შიში თავიდან ნამდვილად არ იგრძნობოდა, რადგან მოვლენების ასეთ განვით არებას ვერავინ წარმოიდგენდა. ხალხი მათთვის დამახასიათებელი სიმშვიდით შეხვდა ამ ვირუსს. მინდა აღვნიშნო, თუ როგორ ზედმიწევნით ასრულებდნენ სახელმწიფოსგან  დაწესებულ აკრძალვებსა თუ რჩევებს. სტუდენტები უეცრად აღმოვჩნდით ერთგვარ ვაკუუმში, ყველაფერი დაიხურა რამდენიმე მარკეტის გარდა და გარეთ გასვლაც მეტ-ნაკლებად შგვეზღუდა. თავი ფანტასტიკური ჟანრის ფილმის პერსონაჟები გვეგონა, როცა მივუყვებოდით სრულიად ცარიელ ქუჩებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ხალხით იყო გადაჭედილი.

7.კარანტინი სად გაატარე?

ვირუსის გავრცელების პერიოდი ჩვენს არდადეგებს დაემთხვა. რის გამოც გადმოვფრინდი საქართველოში. კარანტინი სახლში გავიარე, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო საკარანტინე სივრცეები მოწყობილი მაშინ.

8.სამომავლო  გეგმები რა გაქვს?

ძალიან მინდა ჩინეთში დაბრუნება და იქ მაგისტრატურის გავლა. იმედი მაქვს, მსოფლიო მალე დაამარცხებს ამ ვირუსს და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

9.რას ეტყოდი საქართველოდან შენს ჩინელ მეგობრებს?

 ჩემს იქაურ მეგობრებს, ასევე იქ დარჩენილ ქართველ სტუდენტებს დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. ჩვენ ერთმანეთს ისევ შევხვდებით!

გაზიარება

236

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap