როგორ მივაღწიოთ წარმატებას-პოლ არდენის 8 რჩევა

პოლ არდენი იყო – შემოქმედებითი პიროვნება, გენიოსი რეკლამის სფეროში, უსაზღვრო პოტენციალის მქონე არაპროგნოზირებადი პიროვნება.

მოდი გავეცნოთ რამდენიმე რჩევას,რომელიც მან დაგვიტოვა წარმატების მისაღწევად:

1. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ შეუძლებელს. მუდმივად იმეორეთ, რომ არ არსებობს თქვენი შესაძლებლობების ზღვარი. თქვენ ყოვლისშემძლე ხართ. თუ ამის მიღება რთულია, გადადგით პირველი ნაბიჯი-აწიეთ  ზღვარი. გააკეთეთ ის, რასაც თქვენი აზრით თქვენ ვერ მოერევით. განახორციელეთ თქვენი იდეები. და მაშინ შეუძლებელი გახდება შესაძლებელი.

2. ნუ ეძებთ შექებას, ეძებეთ კრიტიკა. ჩვენ ყველას გვიყვარს როდესაც გვაქებენ, მაგრამ ამაში მეტია სიზარმაცე, ვიდრე ქმედება. ამაში მეტ წილად უძლურებაა, ვიდრე სიძლიერე. ჩვენ ხშირად ვახდენთ ინფორმაციის ფილტრაციას და გვესმის, ის რაც გვსიამოვნებს და არა ის რაც ობიექტურია. შესანიშნავად გაკეთებული საქმის შემდეგაც კითხეთ თქვენს თავს: „რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი? „

3. ეს ჩემი ბრალია. ჩვენი წარუმატებლობა ცხოვრების ყველა ეტაპზე უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი ბრალია. ნუ აბრალებთ სხვებს. პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ არჩევანსა და სამუშაოზე. დამარცხების შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ გამართლება, მაგრამ თუ თქვენ გამონახავთ ძალებს აღიაროთ თქვენი პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, თქვენ არ გამოჩნდებით „საცოდავის“ როლში. აიღეთ კურსი უკეთეს ცხოვრებაზე.

4. ნუ ელოდებით სხვა უკეთეს შემთხვევას. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები. იმოქმედეთ ახლავე. უკეთესი შემთხვევა გამოავლინოთ საკუთარი თავი აღარ იქნება. თქვენ ხომ გსურთ გახდეთ პროფესიონალი? მაშინ იმოქმედეთ!

5. ნუ იძლევით ფუჭ დაპირებებს. დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: „ თუ ლოზუნგების ნაცვლად თქვენ მიუთითებთ შესაძლო პრობლემებსა და მათ აღმოფხვრის გზებზე, თქვენ არამხოლოდ მოიპოვებთ ნდობას არამედ ისწავლით სიძნელეებთან გამკლავებას. და თუ რაიმე განვითარდება ცუდად, თქვენ დარჩებით მოგებული“.

6. არასოდეს არ მიიღოთ პასუხი „არა“. თუ თქვენ გესმით „არა“, მაშინ გამოიყენეთ გეგმა „ბ“, შემდეგ კი ალფავიტის დანარჩენი ასოები.

7. არ ხერხდება პრობლემის გადაწყვეტა? ესეიგი თქვენ თამაშობთ წესებით. არ უშვებს შეცდომებს ის ვინც არაფერს არ აკეთებს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თუ თქვენ აგებნათ გზა მაშინ დაგეხმარებათ მხოლოდ ახალი მარშრუტი. წარუმატებლობა- ეს საფეხურია წარმატებისკენ. ყიველთვის იყოთ მართალი არასწორია. იყოთ ყოველთვის მართალი მოსაწყენია. ეს ზღუდავს ადამიანს. შეუძლებელია აღმოაჩინო ახალი იდეები და იცხოვრო „ზღვარზე“.  ნამდვილი ცხოვრება ხომ ვლინდება ფრენაში, ცდაში, რისკში, ადრენალინში.

8. არ შეუშინდებით მუშაობას საუკეთესოებთან ერთად. ძლიერი ადამიანების მთავარი მიზანია- ღირსეული შედეგი. ნიჭიერ ადამიანებთან მუშაობა რთულია, მაგრამ მათთან მუშაობის შედეგი ამართლებს ნებისმიერ მოლოდინებს.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. ნებისმიერში არსებობს ფარული ტალანტი.  უბრალოდ ძალიან რთულია იპოვოთ ძალა სიზარმაცის სქელი ფენიდან ამოიტანოთ კრეატივი.

192

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap