როგორ მოვითხოვოთ თავშესაფარი ევროპაში?!

ალბათ ხშირად გვსმენია  სხვადასხვა ადამაინებზე  ინფრომაცია, თუ როგორ „ჩაბარდნენ „ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებობს უამრაბი მითი  და ამბავი.

დღევანდელ ჩვენს სტატიაში მინდა გიამბოთ, თუ როგორ ხდება თავშესაფრის მოთხოვნა ევროპოს ერთ-ერთ ქვეყანაში, კერძოდ ესპანეთში.

ესპანეთში არსებობს, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც  ეხმარებიან იმ ადამიანებს, ვინც თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს მათ. თუმცა ბოლო პერიოდში ეს პროცესი თითქმის შეჩერებულია ბარსელონაში, ძირითადად ადამიანები ჩასაბარებლად ჩადიან ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.

მადრიდში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად,  არის სამი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია :  სამურ სოციალი (SAMUR SOCIAL ), ცეარი (CEAR) და წითელი ჯვარი ( RED CROSS ) , რომელთაც მიმართავენ ადამიანები მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

რა თქმა უნდა არ არსებობს გარანტი იმისა, რომ ორგანიზაცია მაშინვე გამოგიყოფთ თავშესაფარს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ორგანიზაციების წინ ადამაინებს ღია ცის ქვეშ სძინავთ ქარში, წვიმაში თუ სიცხეში და ელოდებიან თავიანთ რიგს.

თავშესაფრის მიღების დღიდან, რაც გულისხმობს ადამიანების  უსაფრთხო ადგილებზე გადანაწილებას, ( ეს ადგილი ძირითადად არის საერთო საცხოვრებლის ტიპის სასტუმროები) და იწყება მთელი რიგი პროცესები.

ინტერვიუები პოლიციასა და სამინსიტროებში, გასაუბრებები და ა.შ.

ამ პროცესების პარალელურად იცვლება ე.წ ჩაბარებული ადამიანის მდგომარეობაც.

იცვლიან ორგანიზაციებს, აქვთ საწყისი ეტაპიდან განსხვავებით შემდგომ, მეტი დახმარება, იწყებენ ენის შესწავლას და გადიან სხვადასხვა პროფესიულ კურსებს, იღებენ სამუშაო უფლებას.

პროგრამა გრძელდება წელიწადი და რვა თვე, ამ პერიოდის შემდეგ მოდის პასუხი შენი საქმის შესახებ და თუ ესპანეთის სახელმწიფო მიიჩნევს საჭიროდ, გაძლევენ რეზიდენციას.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს პროგრამის ბოლოს ძირითადად მოსდით რეზიდენტობაზე უარი, რადგან ჩვენი სახელმწიფო მიიჩნევა ერთ-ერთ უსაფრთხო და განვითარებულ ქვეყნად, თუმცა შესაძლებელია ამ დროის მანძილზე საკუთარი თავის დამკვიდრება და პროცესების ისე წარმართვა, რომ საბოლოოდ ჩაბარებულმა შესძლოს საკუთარი თავისა და ცხოვრების ინტეგრირება უცხო ქვეყანაში, კონკრეტულად კი გამოიყენოს ის დადებითი მხარეები და პოლიტიკა, რაც ესპანეთის სახელმწიფოს გააჩნია, იგულისხმება ის ფაქტი, რომ ესპანეთს არ აქვს დეპორტი თუ საქმე კრიმინალს არ ეხება, შესაბამისად ძალიან ადვილია თავის დამკვიდრება კეთილსინდისიერი მოქცევითა და ცხოვრების წესით.

149

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap