რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუხსნის საზღვარს ესპანეთი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ?!

ესპანეთის ხელისუფლება მიმდინარე კვირას გადაწყვეტს, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს გაუხსნის საზღვარს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილიამ განაცხადა, ესპანეთის მთავრობა ევროპელ პარტნიორებთან განიხილავს ქვეყანაში ვიზიტორების შეშვების საკითხს.

როგორც მანამდე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, ესპანეთში ჩასული ვიზიტორებისთვის ორკვირიანი კარანტინის ვალდებულება გაუქმდა, თუმცა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები ესპანეთში ჯერ არ დაიშვებიან.

მისი თქმით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის საკითხი ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმით შეფასდება.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ესპანეთმა ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვარი უკვე გახსნა.

605

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap