საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი-ჯორჯ გურენი თავისი გამორჩეული ხმით და გარეგნობით

ჯორჯ გურენი-საბერძნეთში ეს სახელი და გვარი ყველასათვის ძალიან ცნობილია. არამხოლოდ საბერძნეთში,ის საკმაო პოპულარობით სარგებლობს, მთელს ევროპაში.

სინამდვილეში კი ბიჭი ,რომელიც თავისი ნიჭით ყოველ ჯერზე აოცებს მსმენელს და იპყრობს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიის ყურდაღებას, არც მეტი, არც ნაკლები ქართველი, გიორგი გურგენაშვილია.

გიორგი გურგენაშვილი, იგივე ჯორჯ გურენი საქართველოდან საბერძნეთში საცხოვრებლად,ოჯახთან ერთად  აგვისტოს ომის შემდეგ გადავიდა.

როგორც თვითონ აღნიშნავს,მისი წარმატების საიდუმლო დაუღალავი შრომა და მუშაობაა.ალბათ დამეთანხმებით ნიჭთან ერთად ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

EDITORI.GE დაუკავშირდა ჯორჯ გურენს.მან ჩვენთან ისაუბრა მის ცხოვრებაზე,წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზე.

 

იხილეთ ინტერვიუ:

 

1.ევროპაში მოღვაწე ,ნიჭიერი  ქართველი მომღერალი ჯორჯ გურენი, ასე გიცნობს საზოგადოება, მოდი დავიწყოთ თავიდან,რამდენი წელია რაც საბერძნეთში ცხოვრობ? რამ განაპირობა შენი წასვლა საქართველოდან და   იყო  თუ არა რთული ამ გადაწყვეტილების მიღება?

გამარჯობა, მივესალმები ჩემს მსმენელს დიდი სიყვარულით ეს ადამიანები, რომ არა მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი ! დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი საქართველოდან რომ წავედი საბერძნეთში უკვე იმდენი ხანი გავიდა რაც აქ ვარ მგონია საბერძნეთი ჩემი მეორე სამშობლოა, ნუ ასეც არის მართლაც, რადგან ამ ქვეყანამ უდიდესი შრომა და მიზანდასახულობა მასწავლა ძალიან მიყვარს ბერძენი ხალხი… საქართველოდან წავედი რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ, რადგან ფიზიკურად ჩემს ოჯახს საქართველოში ყველანაირი რესურსი ამოწურული ქონდა. ქვეყანა კატასტროფულად მძიმე ეკონომიკური წნეხის ქვეშ იდგა, ნუ მოგეხსენებათ მაგ წლებში უამრავი ქართველი გადაიხვეწა სხვადასხვა ქვეყნებში.

2.დღეს ხარ, ძალიან ცნობილი და წარმატებული,რომ მოუყვე ჩვენს მკითხველს რა გზა გაიარე ამ წარმატებამდე? რა სირთულეები?

პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც უანგაროდ გვერდში მიდგას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ეს ორი ადამიანი  პროდიუსერი : მამუკა ლიპარტელიანი და დაიანა ვასილიადუ. მათ უდიდესი როლი ითამაშეს ჩემს კარიერულ განვითარებასა თუ იმიჯის შექმნაში, ასევე მსოფლიოში ცნობილი ვოკალის პედაგოგი ჯული მასინო, რომელმაც საერთაშორისო ხარისხი დადო ჩემს თითოეულ სიმღერასა თუ ვიდეო კლიპში . წარმატება კი მე ვფიქრობ მოდის დაუღალავი შრომით და ძლიერი პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებულ ჯგუფით, როდესაც ადამიანი აცნობიერებ რა გინდა სურვილი ერთია, უნარები მეორე, მაგრამ სურვილს უნარებს და ნიჭს სწორი გზა უნდა მისცე. აქ უამრავი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო ,მოკლედ დიდი ფილოსოფიაა . რაც შეეხება სირთულეები რა თქმა უნდა გავიარე ეს ბუნებრივი ფაქტორია, როდესაც წარმატებისკენ მიისწრაფი იქ აუცილებლად მრავალჯერ გიწევს დაცემა. მე კი ასჯერ  რომ დავეცე ასმეერთედ წამოვდგები მხრებში ამაყად გავიმართები და გავაგრძელებ ბრძოლას!!!

3.გარდა იმისა რომ ძალიან კარგად მღერი ,როგორც ვიცი ძალიან კარგად ხატავ,რა სტილში ხატავ?როგორც ვიცი გქონდა გამოფენებიც…

ხატვა ჩემთვის სულიერი მდგომარეობაა, ისევე როგორც სიმღერა. მე არასდროს არ ვამბობ იმას, რომ ვარ ან კარგი მომღერალი ან კარგი მხატვარი, ან მსახიობი ჩემთვის სამივე პროფესია არის ძალიან საყვარელი, რადგან ეს ყველაფერი მე მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას.  მე არ ვთვლი თავს The ნიჭიერად. მე ვთვლი იმას, რომ ვარ არტისტი რომელსაც შეუძლია მრავლნაირად გადმოსცეს თავისი სულიერი მდგომარეობა თუ სათქმელი ამ შემთხვევაში მე არ მაქვს ამორჩეული ერთი მიმდინარეობა მხატვრობაში,

ევროპის კონკურსზე სადაც 2500 მხატვარი იღებდა მონაწილეობას ავიღე პირველი ადგილი. ეს ჩემთვის მულოდნელი და სრული შოკი იყო …  ასევე ვმართავ გამოფენებს სხვადასხვა ქალაქებში.

4.ორივე მიმართულებით ,ვგულისხმობ მუსიკას და ხატვას ,აქტიურად მუშაობ ,ორივე შემთხვევაში ხარ ძალიან წარმატებული,როგორ ახერხებ ამ ყველაფერს ?

ხატვა კი ჩემთვის ჰობია, რაც შეეხება სიმღერას ეს ჩემი პროფესია გახდა ბოლო 2 წელია. ნუ ისევ გავიმეორებ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაუღალავი და მიზანდასახული შრომა აძლევს ადამიანს წარმატებას.


5.როგორ ფიქრობ საქართველოში გექნებოდათ ეს წარმატება?

უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა საქართველოში,რას ურჩევდი მათ?

საქართველოში რომ ვიყო დარწმუნებული ვარ რომ ვიქნებოდი წარმატებული.  არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ რომელ ქვეყანაში მაინც ის საქმე უნდა აკეთოს ადამიანმა რაც სურს და დაუფასდება. ვურჩევ ყველა მათგანს რომ იყვნენ თავმდაბლები, კარგი ადამიანები და მიზანდასახულები !

6.რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
გეგმები დიდია წინასწარ არ მიყვარს საუბარი ჩემს გეგმებზე ხოლმე მირჩევნია სიურპრიზი იყოს თითოეული ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემი მსმენელისთვის და გულშემატკივრებისთვის

 

 

1, 084

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap