საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე შემცირდა

რვადღიანი საკარანტინო ვადა ეხება მხოლოდ ქვეყანაში შემოსულ ადამიანებს, ხოლო საქართველოში, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ისევ 12-დღიანი საკარანტინო იზოლირება ეკუთვნით, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ პირებს მერვე და მე-12 დღეს PCR-ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ.

„საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მიდის რვადღიან კარანტინში. მერვე დღეს სახელმწიფოს ხარჯზე გაუკეთდებათ PCR-ტესტი და თუ ის უარყოფითია, მაშინ ისინი გამოდიან, თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მეთორმეტე დღეს უნდა ჩაიტარონ ასევე ტესტი, ისევ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

32

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap