საფრანგეთში მცხოვრები პატარა ქართველი ბოქსიორი ბიჭი, რომელსაც ტრამპლინს უწინასწარმატყველებენ

ბაძგარაძე გიორგი 15 წლისაა, 8 წელია საფრანგეთში, ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ბავშვობიდან გატაცებული იყო ბოქსით,9 წლის ასაკიდან  კი დაიწყო ვარჯიში და მიაღწია იმას,რომ საფრანგეთის ბოქსის ისტორიაში ,ის იყო ყველაზე პატარა კანდიდატი,  ვისაც შესთავაზეს საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება.

გიორგის დიდი მიღწევები და წარმატებები აქვს,მომავალში,პროფესიონალები  ტრამპლინს უწინასწარმატყველებენ .

როგორც აღმოჩნდა ის ძალიან თავმდაბალი და მორიდებულია,სწორედ ამიტომ  EDITORI.GE მისი ცხოვრების წარმატებების შესახებ დეტალების გასაკრვევად დედას,ქალბატონ მაიას დაუკავშირდა.

იხ,ინტერვიუ :

1.ქალბატონო მაია,პირველ რიგში გაგვეცანით,მოგვიყევით თქვენს შესახებ ,რამდენი წელია რაც საფრანგეთში ცხოვრობთ?

მე ვარ მაია გოჭოშვილი-ბაძგარაძე 36 წლის ,თბილისიდან და უკვე მერვე წელი დაიწყო რაც საფრანგეთში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად.მყავს მეუღლე და სამი შვილი,მესამე აქ საფრანგეთში შეგვეძინა.

2.ყველაზე რთული რა იყო ,როდესაც მოგიწიათ ემიგრაციაში წასვლა?პირველი პერიოდი რომ გაიხსენოთ

თავიდან ყველაფერი ძალიან რთული იყო,საკუთარი ქვეყნის დატოვება,უცხო ქვეყანაში წასვლა ,უცხო გარემოს შეგუება,ენის არ ცდონა ,არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა,როგორ დაგვემკვიდრებინა ადგილი უცხო მიწაზე ,თუმცა ჩვენ ეს შევძელით საკუთარი თავის და ერთმანეთის რწმენით.

3.როგორ ეგუებოდნენ ბავშვები ახალ გარემოს და ამ ყველაფერს?

ძალიან უჭირდათ,თავიდან სანამ ენას ისწავლიდნენ და თავს დაიმკვიდრებდნენ საზოგადოებაში.

4.გვიამბეთ გიორგის შესახებ ,ვიცი რომ ძალიან წარმატებული ბიჭი გყავთ

გიორგი,ბავშვობიდან ძალიან დაინტერესებული იყო ბოქსით,ცხრა წლის იყო,როდესაც დაიწყო ვარჯიში,მწვრთნელს თავიდანვე ძალიან მოსწონდა მისი მონაცემები.ყოველ წელს ტარდებოდა ჩემპიონატები ,მოხდა ისე, რომ ცხრა წლიდან თერთმეტ წლამდე უკვე საკმაოდ ბევრი მოგება ჰქონდა,ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევდა. თერთმეტი წლის იყო ,როდესაც ცატარდა ქალაქ ლიონში საფრანგეთის ინტერ რეგიონალური  ნახევარ ჩემპიონატი ,რომელიც გიიორგიმ მოიგო.ის ავტომატურად გახდა საფრანგეთის ჩემპიონატზე გასვლის კანდიდატი თუმცა რადგან ასაკით იყო პატარა,ვერ დართეს ნება.გვითხრეს რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა 13 წლის ასაკიდან.სწორედ ახლა ემზადებოდა გიორგი ჩემპიონატზე გასასვლელად,თუმცა მოგეხსენებათ ვირუსის გამო ყველაფერი შეჩერდა,მათ შროსი სპორტული ღონისძიებებიც.

5.რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენი გეგმებია,რაც შეიძლება კარგი განათლება მიიღოს ჩემმა შვილებმა,გიორგის ჰქონდეს კარგი კარიერა სპორტში და დაუფასდეთ ის ყველაფერი,რაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ უფასდება მომავალ თაობებს.

6.აპირებთ უკან დაბრუნებას?

ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის ყველაფერია,ჩემი მეუღლე ყოფილი სამხედროა, რომელსაც დიდი სიყვარული და პატრიოტიზმი გააჩნია ,წინასწარ ამაზე პასუხის გაცემა ძნელია მაგრამ სამომავლოდ ვგეგმავთ დაბრუნებას მე და მეუღლე.

1, 398

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap