,,სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში”

სიძულვილის ენაზე საუბრის დროს, გვერდს ვერ ავუვლით სოციალურ მედიას, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების თანმდევ პროცესად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელი ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა ადამიანებთან საურთიერთოდ და ინფორმაციის სწრაფად გავრცელების კუთხით. თითოეული ადამიანის მიერ გამოქვეყნებული პოსტი საჯაროდ ითვლება და ხშირად საზოგადოების განხილვის საგანი ხდება, რაც სოციალურ ქსელს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ბოლო დროს სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს პოსტების საშუალებით აფიქსირებენ და ხშირად ეს პოსტები, როგორც უკვე ავღნიშნე ჟურნალისტებისა და საზოგადოების მხრიდან განხილვისა და კრიტიკის საგანი ხდება. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია შესაძლებელია მედიისთვის პირველადი წყაროც გახდეს, რადგან აქ ვხვდებით არა მარტო პირად ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, არამედ სახელმწიფოებრივ ინფორმაციასაც, რაც ჟურნალისტებს ეხმარებათ ინფორმაციის მოძიებასა და სიუჟეტის გაკეთებაში. სოციალურ ქსელებში ვხვდებით სხვადსხვა სახის კომენტარებს, მოწოდებებს, რომელიც კეთდება პირად გვერდზე ან სპეციალურ ვებ-გვერდებზე, რომლის საშუალებითაც ვებ-გვერდის წევრები გარკვეულ მიზანს ემსახურებიან და ხშირად სიძულვილის ენით საუბრობენ. სიძულვილის ენით, რომელიც ზოგჯერ დისკრიმინაციული, რასისტული, ქსენოფობიური და სხვა სახის განცხადებებია, რომელთა დარეგულირება ვერ ხერხდება, რადგან იყო თავისუფალი მოქალაქე თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ნიშნავს გქონდეს გამოხატვის თავისუფლება, საჯაროდ გაავრცელო საკუთარი აზრი ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
მაგრამ მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ გაითავისოს სად გადის ზღვარი სიძულვილის ენით საუბარსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. მედიაში და სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის რეგულირება უნდა ხდებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა გაიაზროს მისი ქმედებით და გამოხატვის თავისუფლებით რამდენად შეიძლება დაზარალდეს სხვა ადამიანი და გამოიწვევს თუ არა მის მიერ გაკეთებული განცხადება სხვა ადამიანის უფლებების შეზღუდვას. მხოლოდ კანონის გამკაცრება არაფერს მოგვცემს, უნდა მოხდეს საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლება, ინფორმირება იმისა თუ რას ნიშნავს სიძულვილის ენა.
391
Share on facebook
გააზიარე
GIZO KHVEDELIDZE

GIZO KHVEDELIDZE