სპეციალური კომბინირებული, დისტანციური კურსები საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

 Gmschool– ის არაფორმალური განათლების ცენტრი სთავაზობთ სპეციალურ, კომბინირებულ, დისტანციურ კურსს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველ ბავშვებს!

კურსის  მიზანია  ქართული ენის და ლიტერატურის  შესწავლა თანამედროვე მიდგომებით, ასევე წიგნიერების უნარების  და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბება. 

მასში გაერთიანებულია სამი საგანი:  ქართული, წიგნიერება და მათემატიკური ლოგიკა. ქართული ენის შესწავლა მოხდება წაკითხულზე, ნანახზე, მოსმენილზე შთაბეჭდილების გაზიარების, აზრის გამოთქმის და მსჯელობის  გზით.

ასევე მოხდება წიგნებს და  დიორამებს დამზადება. გაკვეთილზე განიხილება მათემატიკურ-ლოგიკურ ამოცანებიც. 

 იქნებიან მოწვეული სტუმრები სხვადასხვა დარგიდან, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.

სასწავლო პროცესში აქტიურად  ჩაერთვებიან  სკოლის ფსიქოლოგები:

გიორგი მემანიშვილი (ფსიქოლოგი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, დოქტორანტი)

მაიკო სოლომნიშვილი (ფსიქოლოგი, კოგნიტურ ნეირომეცნიერებათა მაგისტრი, ფსიქოკონსულტანტი, ქოუჩი, მიწვეული ტრენეტი – ჰოლანდიაში, მილანში)

რომლებიც შეხვდებიან მოზარდებს სხვადასხვა აქტუალური თემებით. ფსიქოლოგთან შეხვედრები  და კონსულტაციები ასევე გაიმართება მშობლებისთვის როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

სასწავლო კურსს წაუძღვება ხათუნა რაზმაძე (ფილოლოგი, დაწყებითი კლასების პედაგოგი, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორი, ჰამილტონის და წმ.გიორგის სახ. სკოლების დაწყებითი კათედრის ხელმძღანელი).

ყველა მსურველს საშუალება ექნება საცდელად დაესწროს შეხვედრას და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

შეხვედრები გაიმართება საკომუნიკაციო პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

მოსწვლეები მიიღებიან  5 წლიდან 13 წლის ჩათვლით.

ონალინ გაკვეთილის ხანგრძლივობა :  კვირაში ორჯერ,  1 საათის მანძილზე.

ჯგუფი დაკომპლექტდება მაქსიმუმ 8 მოსწავლისგან.

Gmschool-ი უკვე 5 წელია ანხორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, ტრეინინგებსა თუ ოლიმპიადებს. საშაბათო მათემაატიკურ სკოლასთან ერთად ფუნქციონირებს სხვადასხვა საგნობრივი წრეები: მათემატიკა, ლოგიკა, ფიზიკა, წიგნიერება, მკითხველთა კლუბი, ინგლისური, რუსული, ჭადრაკი.  ჩვენი სკოლის მთავრი პრიორიტეტი, მეგობრულ გარემოში, ხალისით სწავლის მიმართ ინტერესის გაღვიძების უნარია. სასწავლო პროცესში აქტიურადაა ჩართული სკოლის ფსიქოლოგები. ტრეინინგები ტარდება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის.

Gmschool-ის გუნდმა შექმნა ოლიმპიადა ალგორითმი  (www.algoritmi.ge ), როგორც აბიტურიენტებისთვის (ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, ზოგადი უნრები) ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის (მათემატიკა, ქართული), რაც ძალინ კარგ საზომს წარმოადგენს რამდენად ახერხებს მოსწავლე ადაპტირებას უცხო გარემოში, რამდენად ახდენს დროის მენეჯმენტს და ამოწმებს საკუთარ ცოდნას შესაბამის საგანში.

253
მედეა მამფორია

მედეა მამფორია