ფესტივალი ქალაქ უხანში, რა ხდება ქალაქში,რომელიც COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრი იყო?!

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, ერთ-ერთ აკვაპარკში, ღია ცის ქვეშ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო, რომლებსაც არ ეკეთათ ნიღაბი, ასევე, არ იყო დაცული სოციალურ დისტანცირების წესები. ისინი საცეკვაო მუსიკის ფონზე ფართო აუზში ერთმანეთის მხარდამხარ ირთობდნენ თავს.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით დახურული აკვაპარკი ივნისის ბოლოს გაიხსნა. გასართობ დაწესებულებას ამჟამად დღეში 15 000 ადამიანამდე სტუმობს.

ხუბეის პროვინციის 11-მილიონიანი დედაქალაქი ჩინეთში COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრი იყო. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 84 ათასს გადააჭარბა, 4 600-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. უხანში 23 იანვრიდან შემოღებული კარანტინის დროს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს სახლების დატოვება მხოლოდ სურსათის შესაძენად ან გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევებში შეეძლოთ. ქალაქში კარანტინი 8 აპრილს გაუქმდა.

203

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap