ქართველი ემიგრანტის კესო მთავრიშვილის ამერიკული ცხოვრება

შორეული ამერიკაბევრი ქართველი ემიგრანტის სახლია დღეს.  ეს არის ქვეყანა, რომელიც დღემდე ოცნებების და სურვილების ასრულების ეპიცენტრად რჩება, თუმცა ემიგრაციის თანხმლები  ბარიერების გადალხვა ასეთ ჯადოსნურ ქვეყანაშიც საკმაოდ რთული და ემოციურია.

როგორია 23 წლის ასაკში რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრება, ჩაალგო ჩემოდანი და ოჯახისგან,სამშბლოსგან ძალიან შორს წახვიდე ოცნებების ასასრულებლად, ამის გასარკვევად EDITORI.GE დაუკავშირდა,ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს კესო მთავრიშვილს.

იხ: ინტერვიუ

1.მოგესალმებით ,რამდენი ხანია რაც იმყოფებით ემიგრაციაში?

უკვე მესამე წელია ემიგრანტი ვარ, თუმცა არასოდეს მიფიქრია საქართველოდან შორს ცხოვრებაზე. სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ამერიკაში უნდა წამოვსულიყავი, რადგან საქართველოში პერსპექტივა არ მქონდა. წლების განმავლობაში ვცდილობდი სამსახური მეპოვა, თუმცა ამაოდ. ჩემი პრაქტიკა მხოლოდ სტაჟირებით შემოიფარგლებოდა. ამიტომაც, მაგისტრატურა პირველივე კურსზე მივატივე და შორეულ ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად.

2. ამერიკას მოიხსენიებენ, როგორც ოცნების ქვეყანას, თქვენ რას ფიქრობთ?

ამერიკა ბევრისთვის ოცნებების ქვეყანაა, თუმცა ბევრს აქ მოხვედრის შემდეგ იმედები უცრუვდება. მე კი გეტყვით, რომ ამერიკა ნამდვილად არის ოცნებების ქვეყანა, სადაც ჩვენი მიზნებისა და სურვილების ასახდენად ძალიან, ძალიან ბევრი შრომა გვიწევს. ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აქ ჩამოვა და ფული შრომისა და წვალების გარეშე ექნება, მინდა ვუთხრა, რომ ეს ასე ნამდვილად არ იქნება.

3.ოჯახით ხართ ამერიკაში თუ მარტო?

ამერიკაში სრულიად მარტო წამოვედი, 23 წლის ასაკში და აქ დამხვდა ჩემი ნათესავი, ია სხულუხია, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს. მან წამიყვანა თავის სახლში და მიპატრონა, რამდენიმე კვირა იქ გავატარე. მინდა იას უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სიკეთისთვის, რომელიც ჩემთვის გაუკეთებია. მისი სახლიდან მალევე წამოვედი, რადგან ნიუ იორკში გამოჩნდა ოთახი, რომელიც მეგობართან ერთად ვიქირავე, დავიწყე მუშაობა და გავხდი სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი.

4.როგორი იყო ემიგრაციის პირველი პერიოდი?მარტივად შეეგუეთ ამ ცვლილებას?

ემიგრაციის პირველი პეროოდი განსაკუთრებით  რთული იყო, ამას ემატებოდა ისიც, რომ მე 24 საათიან სამსახურში დავიწყე მუშაობა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. საქართველოში ყოფნის დროს, სახლში თუ საერთოდ ვერ მნახავდნენ, ახლა ოთხ კედელში გამოვიკეტე. ამინდის ცვალებადობასთან ერთად, იცვლებოდა ჩემი ხასიათი. მახსენდებოდა, ამა თუ იმ დროს სად და ვისთან ერთად ვიყავი საქართველოში, რას ვაკეთებდი, როგორ ვერთობოდი… ამერიკასთან შეგუება არა, 24 საათიან სამსახურში მუშაობა უფრო გამიჭირდა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ჩემთვის ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ეს ბარიერიც გადავლახე.

5.საკმაოდ რთული პერიოდია ვირუსის გამო ამერიკაში ,როგორ გაუმკლავდით პანდემიას და კარანტინის პერიოდს?

სამწუხაროდ, კორონა ვირუსის გამო მთელს მსოფლიოში ცუდი მდგომარეობაა. რამდენიმე ქვეყანა განსაკუთრებით  დაზარალდა ამ პერიოდში, ერთ-ერთი მათგანი კი არის აშშ. ჩემს ცხოვრებაში კარანტინს დიდად არაფერი შეუცვლია, რადგან ისედაც მესამე წელია კარანტინში ვარ.  ახლა უფრო მეტად დაფასდა 24 საათიანი სამსახურები და ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა. დაცულ ადგილას ვარ და სამსახურიდან მხოლოდ კვირაში ერთხელ, პროდუქტების საყიდლად გავდივარ.

6.ძალიან აქტიური ადამიანი ხართ, გაქვთ საკუთარი ბლოგი და ხალხს უზიარებთ ამერიკული ცხოვრების დეტალებს, რატომ გადაწყვიტეთ ბლოგერობა?

6. ნამდვილად ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. ჩემი ერთ  ადგილას გაჩერება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ რადგან ახლა უძრავი ცხოვრების რითმი მაქვს, გადავწყვიტე, რომ რაღაცით  უნდა დავკავებულიყავი, რადგან ჩემნაირი ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრება. პროფესიით  ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამერიკაში ამ პროფესიას რომ გავყვე, თითქმის შეუძლებელი მგონია. ვარ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი და მყავს უამრავი ფეისბუქ მეგობარი, რომლებიც აქტიურად ეხმაურებოდნენ ჩემს მიერ დადებულ პოსტებს ამერიკაზე. ერთ  დღესაც გადავწყვიტე, რომ ბლოგერობა უნდა მეცადა. თავდაპირველად არ ვიცოდი ეს ყველაფერი რა შედეგს მომიტანდა, თუმცა ძალიან მალე კესოს ბლოგმა ხალხის სიყვარული მოიპოვა და დღეს უამრავი ადამიანი უყურებს ჩემს ვიდეოებს, რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ამ ბლოგმა მე ფსიქოლოგიურად გადამარჩინა და გამაძლიერა. ხალხის სიყვარული ჩემთვის ყველაფერზე მეტს ნიშნავს. განსაკუთრებით  სასიამოვნოა, როცა უცნობი ადამიანები გწერენ, რომ გიყურებენ და უყვარხარ.

7.რას საქმიანობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

 როგორც გითხარით , 24 საათიან სამსახურში ვარ, ამერიკელების ოჯახში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდხანს აქ არ გავჩერდები ასე. ყოველდღიური ინგლისური საკმაოდ კარგად ვიცი, თუმცა მინდა, რომ ჩემი უნარები გავაუმჯობესო და კოლეჯში სწავლა დავიწყო, შემდეგ კი ავარჩიო პროფესია, რომელიც მეყვარება და ამავდროულად მომიტანს შემოსავალს. რაღაც იდეები მაქვს, თუმცა ჯერ არ ვიცი, საბოლოოდ რა გზას ავირჩევ. ამერიკა ხომ ის ქვეყანაა, სადაც ასაკი მხოლოდ რიცხვებია და ამიტომ არც მე შემშინებია, 23 წლის ასაკში ცხოვრების თავიდნ დაწყება. ახლა დაახლოებით  იმ ეტაპზე ვარ, პატარა ბავშვი სიარულსა და ლაპარაკს რომ სწავლობს.

8.აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

საქართ ველოში აუცილებლად ჩავალ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა და სავარაუდოდ, ამას ისე გავაკეთებ, რომ ამის შესახებ არავინ იცოდეს. სამუდამოდ დაბრუნებაზე სამწუხაროდ მანამ ვერ ვიფიქრებ, ვიდრე ფეხზე საკმაოდ მყარად არ დავდგები.

9.ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

 ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო მენატრება. ამერიკამ თავი ძალიან მალე შემაყვარა და სულ ვამბობ, რომ ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა, მაგრამ საქართველო ყოველთვის არის და იქნება ჩემს გულში პირველი, ამიტომაც მენატრება ასე ძალიან.

10. რომ გქონდეთ შეასაძლებლობა რას შეცვლიდით სამყაროში?

მინდა, რომ ადამიანები უფრო კე ილები ვიყოთ  ერთმანეთისა და ბუნების მიმართ. არ განვიკითხოთ  ერთმანეთი, ბევრი ღიმილი და სიყვარული გავცეთ, მოვუფრთხილდეთ  ბუნებას და სამყარო თავისთავად შეიცვლება უკეთესობისკენ.

276

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap