ქართველი ემიგრანტი პედაგოგის, ინგლისურის ონლაინ გაკვეთილები ესპანეთიდან

მსოფლიოში ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მოვლენებმა სრულიად შეცვალა ადმიანების ცხოვრების წესი.

ჩვენს ირგვლივ არსებული ყველა სისტემა ამუშავდა ახალი მექანიზმებით და რეალურმა ცხოვრებამ თითქოს ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა.

არც განათლების სისტემა გახლავთ  გამონაკლისი,გაკვეთილები,ლექციები,მომზადებები,სემინარები ყველაფერი გადავიდა ე.წ ონლაინ რეჟიმზე.

გაჩნდა ახალი  გამოწვევები და სრულიად  ახალი სლენგები თაობებში.

თანამედროვე ეპოქას,რომელიც კოვიდ 19 -მა დაგვიწესა, ფეხი აუწყო ქართველმა  ინგლისურის პედაგოგმა  მაკა ფერაძემაც.

ქალბატონი მაკა  ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს,იქ სადაც ამ ვირუსმა საკმაოდ ძლიერი კვალი დატოვა. მანაც საკუთარი პროფესია ინტერნეტ სივრცეში გადაიტანა  და შექმნა ონლაინ მოსამზადებელი ჯგუფები ,რომლებსაც ინგლისურ ენას ასწავლის.

EDITORI.GE დაუკავშირდა ქალბატონ მაკა ფერაძეს,  რადგან გაგვერკვია რაც შეიძლება მეტი,

 სწავლების მეთოდიკის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ.

იხ: ინტერვიუ                                       

1.მოგესალმებით მაკა,რამდენი ხანია რაც გადახვედით საცხოვრებლად ესპანეთში?

მოგესალმებით,ესპანეთში მე და ჩემი ოჯახი უკვე მეორე წელია რაც ვიმყოფებით.

2. როგორც ვიცი,ყველა საჭირო ეტაპი გაიარეთ და ინგლისური ენის პედაგოგად იწყებდით მუშაობას სკოლაში, თუმცა პანდემიამ შეგიშალათ ხელი…

დიახ, რთულია ჩვენი დიპლომის საფუძველზე პირდაპირ დავიწყოთ მუშაობა სკოლაში საზღვარგარეთ,ბევრი ეტაპია გასავლელი,  რომ მოხდეს დიპლომის ჰომოლოგია.ამ ყველაფერს დრო ჭირდება და გადავწყვიტე ვიდრე ჩემი დიპლომის პასუხი გამოვა სამინისტროდან ,რაიმე სხვა ალტერნატივა მეპოვა.ამიტომ გავიარე კონსლუტაცია განათლების სამინისტროში და მათი რჩევის თანახმად ჩავაბარე ინგლისური ენის გამოცდა და მომცეს სერთიფიკატი რის საფუძველზეც ჩვეულებრივ შემეძლება ვიმუშაო უკვე ჩემი პროფესიით. თუმცა მიდმინარე პროცესების გამო , ამ ეტაპზე შეჩერებულია სასწავლო პროცესი.

3.შექმენით ონლაინ სივრცე სადაც ამზადებთ ბავშვებს ინგლისურში,რომ მოგვიყვეთ რა ასაკზეა გათვლილი ეს სასწავლო პროგრამა?

რადგან როგორც უკვე აღვნიშნე შეჩერებულია სასწავლო პროცესები, არამარტო ესპანეთში არამედ მთელს მსოფლიოში,მეც გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ სასწავლო კურსები.

შევქმენი  ჯგუფი FACEBOOK -ზე, სადაც გავაერთიანე ენის სწავლის მუსრველები და ასე დავიწყე უკვე ონლაინ გაკვეთილების ჩატარება.სასწავლო პროგრამა გათვლილია ნებისმიერ ასაკზე. ჩემი ონლაინ გაკვეთილებით შეუძლია ენა შეისწავლოს ,როგორც დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა, ასევე გადამზადდნენ აბიტურიენტებიც.

ინგლისური ენის გარდა , ვატარებ ქართული ენის გაკვეთილებსაც, იმ ბავშვებისთვის,რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს საზღვრებს გარეთ,საუბრობენ  ინგლისურად და არ იაციან ქართული წერა-კითხვა.

4.თუა შესაძლებელია თუ არა  ინდივიდუალური გაკვეთილები თქვენთან თუ მხოლოდ ჯგუფებს უტარებთ?

რა თქმა უნდა ,შეიძლება ჩავატარო ინდივდუალური გაკვეთილებიც , თუმცა ამ ეტაპზე უფრო ვმუშაობ ჯგუფებთან,რადგან ინდივიდუალური გაკვეთილი მოითხოვს ბევრ დროს და ასევე განსხვავებულია ფასიც.

5.რომელ სეგმენტზეა გათვლილი პროგრამა ?

რადგან მე უკვე ორი წელია ვიმყოფები ესპანეთში,ენა შევისწავლე და გავიარე აქაური მეთოდოლოგია ,ამიტომ ონლაინ გაკვეთილები გათვლილია ,როგორც ქართველ ასევე ესპანელ და ამერიკელ ბავშვებზე.

6.რამდენად კომფორტულია ინტენეტ სივრცეში მუშაობა ,როგორ შეაფასებდით დისტანციური სწავლების ამ მეთოდს?

მე საკმაოდ დიდი ხანია უკვე ვმუშაობ ჩემი პროფესიით, 14 წელია პედაგოგი ვარ .ონლაინ სწავლება ჩემთვისაც ახალი გამოწვევაა , უპირატესობას  მაინც ვანიჭებ ჩვეულებრივ სტანდარტულ სწავლებას, თუმცა ყველამ ფეხი უნდა ავუწყოთ ახალ გამოწვევებს, მე ვფიქრობ ამ ვირუსმა ,უბრალოდ სწრაფი ტემპით გადაგვაწყო ახალ სამყაროში,ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა. ( ვგულისხმობ ონლაინ სწავლებას ) .ერთადერთი რასაც ვისურვებდი , რაც ალბათ მალე მოხდება უფრო დაიხვეწოს ეს პროცესი, ვგულისხმობ ინტერნეტ პროგრამას,სადაც ხდება მოსწავლეების ჩართვა.

7.როგორც ვიცი წიგნს წერთ,რაზეა თქვენი წიგნი?

დიახ  ,ვწერ .  ჩემს წიგნში ასახულია ის მეთოდოლოგია, რითაც მე ვხელმძღვანელობ სწავლების პროცესში.ასევე მასალები ,რომელსაც მე ვიყენებ აბიტურიენტებთან  : (reading ,listening, writing, speaking. )  .ეს წიგნი იქნება ერთგვარი გზამკვლევი მათთვის,ვისაც სურს ენის შესწავლა.

8. რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ ისევ ჩემს ქვეყანაში ვაპირებ დაბრუნებას,ნამდვილად არ მეგონა ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა საქართველოდან შორს ყოფნა. მინდა ჩემი ცოდნა და ეს ახალი გამოცდილებები ჩემს ქვეყანას მოვახმარო.

თუმცა დაბრუნებამდე აუცილებლად ვგეგმავ  ავიღო ესპანური ენის ცდონის უმაღლესი სერთიფიკატი,რაც შემდგომ მომცემს საშუალებას,  ჩემს ქვეყანაში ვასწავლო ,როგორც ინგლისური ასევე ესპანური ენა,ან ვიმუშავო თარჯიმნად.

762

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap