ქართული სუვენირები ბარსელონადან

უმეტეს შემთხვევაში,ქართველ ემიგრანტებს უცხო მიწაზე ყოველთვის გამძაფრებულად უჩნდებათ სურვილი წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყნის კულტურა და ღირსება.

ალბათ არ არის სადავო თემა ,რომ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მაღალი კულტურული შესაძლებლობებით და დიდი ისტორიით მარტივად შუძლია უცხო ქვეყნების მოხიბვლა.ქართველების ფანტაზიას კი წარმოაჩინონ თავისი ქვეყანა საზღვრები არ აქვს.

სწორედ ,ორი მთავარი და მნიშვნელოვანი ღირებულება გააერთიანა ქალბატონმა ნათია ყველაშვილმა და ესპანეთში წამოიწყო ძალიან კარგი სტარტაპი. ეს სტარტაპია ესპანეთისთვის ,საქართველოში კი დიდი ხანია მისი ოჯახის წევრი, დიზაინერი ნინო კახობერაშვილი დაკავებულია ამ საქმიანობით და ცნობილია მისი ხელნაკეთი სუვენირებით. სწორედ მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით მოხდა იგივე იდეის გადმოტანა ,საქართველოდან შორს ,თუმცა ქართული სიყვარულით.

საქართველოდან გამოგზავნილი გემრიელი და ნატურალური ღვინო ,რომელიც პატარა ბოთლებში არის ჩამოსხმული ,საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ნაციონალური ტანსაცმლით იკაზმება,საბოლოოდ კი საოცრად ლამაზი სუვენირები იქმნება.

ამ სუვენირების შეძენა შეიძლება ბარსელონაში,ასევე არის მიტანის სერვისი და ესპანეთის მასშტაბით ნებისმიერი ქალაქიდან შეგიძლიათ მისცეთ შეკვეთა. ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ ქალბატონ ნათიას 631878380 ტელეფონის ნომერზე.

ეს არის იდიალური საჩუქარი ნებისმიერი თქვენი უცხოელი მეგობრისთვის და ასევე ნოსტალგიური სუვენირი თქვენთვისაც,უცხო მიწაზე.

395

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap