როგორ გავხდეთ უფრო თამამები ფერთა შეხამებისას-რჩევები ქართველი დიზაინერისგან

ქრისტი ალთუნაშვილი ქართველი დიზაინერია. მის მიერ შექმნილი სამოსი თბილისში, რამდენინე მაღაზიაში ხელმისაწვდომია, თუმცა მხოლოდ სამოსით არ შემოიფარგლა და ამჯერად მის მომხმარებელს ძალიან ლამაზ და კრეატიულ ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს.

როგორც აღმოჩნდა თვითიზოლაციაშიც აქტიურად არის დაკავებული თავისი საქმიანობით და საკუთარი თავის რეალიზებით.

EDITORI.GE გთავაზობთ მის რამოდენიმე სასარგებლო რჩევას მათთვის, ვინც დაინტერესებულია მსგავსი ხელოვნებით ან უბრალოდ სურს შექმნას რაიმე განსაკუთრებული და პარალელურად სასიამოვნოდ გაიყვანოს დრო ამ პერიოდში.

“მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ,უეცრად აღმოვჩნდით სახლებში უამრავი დროითა და არც თუ ისე ბევრი საქმით . იზოლაციამ გავლენა მოახდინა ჩვენი მობილიზებისა და მონდომების ხარსხზე , მინდა მოგიწოდოთ ნუ მოდუნდებით და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. რომელიც თქვენთვისაც შეიძლება აღმოჩნდეს დროის სასიამოვნოდ გაყვანის პროცესი.

როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეისობით საკმაოდ  მოდურია ხელნაკეთი ნივთების ტარება და მინდა გითხრათ, რომ მათი დამზადების პროცესიც არანაკლებ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. ამასთანავე , ნებისმიერ ნივთის შექმნისას ხდება  გემოვნების , კრეატიულობის , აღქმის განვითარება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ნამუშევრით ხდება თქვენი შინაგანი სამყაროს გადმოცემა.

მე პირადად ძალიან მეამაყება , როდესაც ჩემს მიერ დამზადებულ ნივთებს დიდი სიხარულით ატარებენ ჩემი ოჯახის წევრები , მეგობრები ან უბრალოდ ჩემი პროდუქციის მომხმარებლები. ასე რომ მოძებნეთ თითოეული ბისერი, საქარგი ძაფები, თვლები, ფერადი ღილები და მერწმუნეთ, მათი გამოყენებით, თქვენც ადვილად შექმნით  თქვენთვის სასურველ აქსესუარს.

რაც შეეხება, იმას თუ როგორ მოვახდინოთ სხვადასხვა, ხშირად ერთად წარმოუდგენელი , ფერების შეხამება მინდა გასწავლოთ ერთი ხერხი. მოძებნეთ ინტერნეტ სივრცეში ტროპიკულ ფრინველთა  ფოტოები. დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით იმ ფერთა გამის აღმოჩნით, რაც მათ ბუმბულშია წარმოდგენილი. სწორედ ზემოთ ხსენებული დაგეხმარებათ გახდეთ უფრო თამამები ფერთა შეხამებისას.

და ბოლოს მინდა გირჩიოთ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების , უბრალოდ სცადეთ და ნახავთ რომ თუ პირველ ცდაზე არა მეორეზე მაინც მიაღწევთ სასურველ შედეგს.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap