შიმშილის ზღვარზე მყოფი აფხაზეთი-რა პრობლემების წინაშე დააყენა მოსახლეობა პანდემიამ?!

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და ე.წ. სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბებ­სა და პენ­სი­ებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხელ­ფა­სებ­სა და შე­სა­ბა­მის ფუ­ლად დახ­მა­რე­ბებს დღემ­დე უშე­დე­გოდ ელო­დე­ბი­ან. ასე­ვე, არ არ­სე­ბობს პა­სუ­ხი, რო­დის­თვის უნდა ელო­დონ თან­ხას.

ამას­თან, ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პირ­და­პირ აცხა­დე­ბენ, რომ წლე­ვან­დე­ლი წელი რე­გი­ო­ნის­თვის ბევ­რად მძი­მე იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ოდეს­მე იყო, რად­გან რუ­სეთთნ ჩა­კე­ტი­ლია სა­ზღვა­რი, არ ჰყავთ ტუ­რის­ტე­ბი. ამის კვალ­დაკ­ვალ არ მუ­შა­ობს არ­ცერ­თი ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მზე იყო მიბ­მუ­ლი, ეს ეხე­ბა კვე­ბის ობი­ექ­ტებს, კაფე-ბა­რებს, სა­ო­ჯა­ხო და დიდ სას­ტუმ­რო­ებს, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­სა და რეს­ტორ­ნებს.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, უმ­ძი­მეს დღე­შია მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც სა­ბან­კო კრე­დი­ტი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი და ასე­თი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის 75 %-ია. ეს კი ნიშ­ნავს, რომ სა­ბან­კო სექ­ტო­რიც მძი­მე დღე­შია, რად­გან ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ უკვე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ თუ ფუ­ლის ბრუნ­ვა არ იქ­ნე­ბა, ხელ­ფა­სებ­საც ვერ გას­ცე­მენ…

ცნო­ბის­თვის, ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­კე­ბი, სა­დაც, ცხა­დია, ფული, ძი­რი­თა­დად რუსი და სო­მე­ხი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მიერ არის და­ბან­დე­ბუ­ლი, კრე­დიტს 36 %-ში იძ­ლე­ვა, თუმ­ცა არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოს გამო, კრე­დი­ტის გა­ცე­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლად ხდე­ბა.

ახლა რგი­ონ­ში ორი მთა­ვა­რი კი­თხვა ტრი­ა­ლებს – და­ეხ­მა­რე­ბა თუ არა რუ­სე­თი ფი­ნან­სუ­რად მათ ხელ­ფა­სე­ბი­სა და პენ­სი­ე­ბის და­რი­გე­ბა­ში და მე­ო­რე – გა­იხ­სნე­ბა თუ არა ფსო­უს სა­ზღვა­რი თუნ­დაც 2 ივ­ლისს და იქ­ნე­ბა თუ არა აფხა­ზე­თი იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რო­მელ­თა­ნაც რუ­სე­თი მი­მოს­ვლას აღად­გენს?

თუმ­ცა, და­მა­ი­მე­დე­ბელ პროგ­ნოზს ვერც აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის ე.წ. ელჩი ალექ­სეი დვი­ნი­ა­ნი იძ­ლე­ვა. მისი თქმით, ეს სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

ტუ­რის­ტე­ბის გარ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, სა­ზღვრის ჩა­კეტვის კი­დევ ერთი დიდი მი­ნუ­სი ის არის, რომ რუ­სეთ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლი, ვინც დაბ­რუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა, რე­გი­ონ­ში ჩა­ი­კე­ტა და შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა, ნა­წი­ლი კი დღემ­დე რუ­სეთ­შია, ოღონდ უმუ­შე­ვა­რი.

წყარო:AMBEBI.GE

158

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap