შორენა ჯიქია-გოგონა, რომელიც ლამაზ ისტორიებს ქმნის ქალბატონებისთვის

შორენა ჯიქია,გოგონა,რომელმაც თავისი პროფესია ქველმოქმედებად აქცია და ქალბატონებს შეუქმნა ფუფუნება იმისა,რომ გალამაზდნენ სრულიად უფასოდ…

ის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა,რომ სიტყვა ქველმოქმედება ლამაზი სიტყვაა,ხოლო ქმედება კიდევ უფრო ლამაზი…

ამ ისტორიის დეტალების გასარკვევად კი EDITORI.GE დაუკავშირდა შორენას,გოგონას,რომელიც მთელი პანდემიის პერიოდში სრულიად უანგაროდ  ალამაზებდა ქალბატონებს .

უპირველეყოვლისა,მოგესალმებით და მადლობას გიხდით EDITOTI.GE -ს სახელით,რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე

მოგვიყევით თქვენს შესახებ

უპირველესყოვლისა , მეც მოგესალმებით და მადლობას გიხდით იმისათვის ,რომ დაინტერესდით ჩემი ისტორიით.

მე ვარ შორენა ჯიქია 36 წლის,მყავს უსაყვარლესი მეუღლე,რომელიც ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემს და მაძლევს ძალას ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს  მისი ეს მხარდაჭერა კი დიდ სტიმულს მაძლევს…

რაც შეეხებ პროფესიას , პროფესიით ვარ სტილისტ-ვიზაჟისტი,რომლის გარეშეც ალბათ ვერცერთი დღე ვერ წარმომიდგენია…

რამდენი წელია ,რაც ამ საქმიანობას ეწევით?

სტილისტ-ვიზაჟისტად თითქმის 20 წელია,რაც ვმუშაობ. ბოლო პერიოდში კი გადავწყვიტე გამეკეთებინა საჩუქრები ქალბატონებისათვის,რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ პატარა ქველმოქმედებაში გადაიზარდა.

რა არის თქვენთვის ქველმოქმედება და როგორ უკავშირებთ მას თქვენს პროფესიას

 ქვემლმოქმედება არის ის მინიმალური დახმარების ხელი,რომელიც შემიძლია ხალხს,ამ შემთხვევაში ქალბატონებს გავუწოდო,ვინაიდან და რადგანაც პანდემიის პერიოდში ყველანაირი სილამზის ცენტი დაიხურა და ქალბატონებს ვეღარ შეეზლოთ სიარული თავის მოსაწესრიგებლად,გადავწყვიტე მათთვის დახმარების ხელი გამეწოდებინა და ჩემი პროფესია ქვემოქმედებად მექცია, ჩემს ვებ გვერდზე გამოვაქვეყნე პოსტი, შემდეგი შინაარსით,რომ ნებისმიერ მსურველს , ვისაც სურდა თმისა თუ მაკიაჟის გაკეთება მე თვითონ მივაკითხავდი და მოვემსახურებოდი, რა თქმა უნა უფასოდ

რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს შეთავაზებას და რამდენად კარგად გაუმკლავდით  მას?

გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო, ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა და მართალი გითხრათ ეს ყოველივე ძალიან დამღლელი იყო, ვინაიდან დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვდა ამასთან დაბრკოლებად მექცა ეგრედწოდებული კომენდანტის საათი , რაც დროში კიდევ უფრო მზღუდავდა,თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც საოცარ მუხტს ვღებულობდი იმ ხალხისგან ,რომლებიც მადლიერებით სავსე თვალებით მიყურებდნენ,ნამდვილად ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას,როდესაც ადამიანისგან გულწრფელ ემოციებს ღებულობ ,ამ დროს კიდევ უფრო მეტი მოტივაციით მუშაობ და  დაღლილობაც სადღაც ქრება…

რა ზეგავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა თქვენს საქმიანობაზე?

როგორც ყველა სფეროში ისე ჩემს შემთხვევაშიც ეკონომიკურად ძალიან ცუდად იმოქმედა  ,თუმცა ჩემი გრაფიკი უცვლელი დარჩა..

თვენი აზრით, რა არის წარმატების საწინდარი?

წარმატების საწინდარი ზოგადადაც და უშუალოდ ჩემს შემთხვევაშიც, საკუთარი საქმის კარგად ცოდნა და მისი სწორად გამოყენებაა, ამაში კი ვგულისხმობ,რომ არასოდეს გამირჩევია კლიენტი კლიენტისაგნ,ყველას ერთნაირი მონდომებით ვემსახურები, ასევე ძალიან მეხმარება ჩემი ხასიათი და კომუნიკაბელურობა , საკმაოდ მარტივად შევდივარ ადამიანთან კონტაქტში და ღიად ვსაუბრობ ნებისმიერ თემაზე

როგორია თქვენი დამოკიდებულება მომხარებელთან?

სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს ადამიანი, მთავრაია  თავს კომფორტულად გრძნობდეს და ბედნიერებას ანიჭებდეს ის, რასაც აკეთებს, არ მინდა ვინმემ ყბედობაში ჩამითვალოს ,მაგრამ იმდენად დიდია კმაყოფილ მომხმარებელთა რაოდენობა,რომ მათი უმრავლესობა ჩემი კარგი მეგობარი და მუდმივი მომხმარებელი ხდება ,რაც მათთან უფრო ხშირი კონტაქტის საშუალებასა და უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მეხამრება.

გაქვთ თუ არა  რაიმე სამომავლო გეგმა ,რასაც გაგვიზიარებდით?

დიახ და მათი უმრავლესობა ისევ და ისევ ქველმოქმედებას უკავშირდება, სულ რამოდეიმე დღის წინ ვიყავი ჩემს მშობლიურ ქალაქში ,ზუგდიდში ,სადაც იქაურ ქალბატონებს პატარა გათამაშება ჩავუტარე, სადაც 3 გამარჯვებული გამოვავლინე და გავალამაზე,რაღა თქმა უნდა სრულიად უფასოდ, ბევრ მსგავს გათამაშებას ვგეგმავ სხვადასხვა ქალაქებში…

და ბოლოს, რას ეტყოდით იმ ქალბატონებს,რომლებიც ახლა ამ სტატიას კითხულობენ?

 ვეტყოდი,რომ ჩვენ,ადამიანებს და მითუმეტეს მანდილოსნებს უნდა შეგვეძლოს ყველა უმნიშვნელო დეტალი მნიშვნელოვნად ვაქციოთ,ვიყოთ სილაღისა და პოზიტივის მატარებელნი,რაც აუცილებლად დაგვიფასდება ,ვაკეთოთ სიკეთე, გავაბედნიეროთ სხვები ,რაც ალბათ ყველაზე დიდი წარმატებაა ადამიანისთვის…

მე ბედნიერი ვარ,რომ შემწევს ძალა იმისა,დავეხამრო თუნდაც ერთ ადამიანს და  დროებითი ,მაგრამ წრფელი და ნამდვილი სიხარული მივანიჭო.

ჩემი აზრით, ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას,რომელსაც, ჩვენ ქალები თვითონ ვქმნით და ვხდებით დადებითი აურის მატარებელნი.

853

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap