ჩინეთში შენდება მომავლის ქალაქი სადაც ეპიდემიის დროს ცხოვრება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი

Share on facebook
Share on google
Share on twitter
Share on linkedin

ჩინეთში შენდება მომავლის ქალაქი, სადაც ეპიდემიის დროს ცხოვრება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ქალაქის მშენებლობა Guallart Architects-ის არქიტექტურულმა ბიურომ დააპროექტა. ინფორმაციას ArchDaily ავრცელებს.

მომავლის ქალაქი პეკინიდან 100 კილომეტრის მოშორებით შენდება. „ჩვენ ამის შემდეგ ვეღარ დავაპროექტებთ და ავაშენებთ ქალაქებს ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა.

ჩვენ პროექტი თვითიზოლაციის დროს მოვამზადეთ, ამიტომ გავითვალისწინეთ ყველა ასპექტი, რაც კარანტინის დროს ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს“, – აცხადებენ არქიტექტურულ ბიუროში.

ამ ქალაქში განლაგებული სახლების სახურავებზე გათბობის სისტემა დამონტაჟდება. სახლი მიიღებს ენერგიას მზის ელემენტებითაც. სახლის პირველ სართულზე განთავსდება 3D-პრინტერები, რითაც ნარჩენების გადამუშავების ორგანიზება მოხდება.

სახლები ხის მასალისგან აიგება. ქალაქის ყველა ნაწილი მაქსიმალურად იქნება ფუნქციებით დატვირთული. აშენდება ოფისები, აუზები, მაღაზიები, ბაზრები, საბავშვო ბაღები, სახანძრო და სხვა ობიექტები.

262
მედეა მამფორია

მედეა მამფორია