“ცეკვა 7 წლიდან დავიწყე და მას შემდეგ დღემდე ვცეკვავ”-ქორეოგრაფი ზუკა ბირკაია

ჩვენს ირგვლივ ბევრი ახალგაზრდა ადამიანია, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან , ძალიან შრომისმოყვარულები ,თავისი საქმის პროფესიონალები და ძალიან წარმატებულები.

ჩვენი მიზანია მოვახდინოთ პოპულარიზაცია  ასეთი ადამიანების , რადგან ჩვენი საზოგადოების რაც შეიძლება ბევრმა ნაწილმა გაიგოს მათ შესახებ, ბევრი იცნობდეს და ბევრი ამაყობდეს მათით.

EDITORI.GE  დაუკავშირდა  ახალგაზრდა მოცეკვავეს ზუკა ბირკაიას, რადგან მოგიყვეთ მისი საქმიანობის  შესახებ და სამომავლო გეგმებზე.

1.მოგესალმებით ზუკა არაჩვეულებრივი მოცეკვავე ხარ, ამჟამად რას საქმიანობ, სად ცეკვავ, როგორც ვიცი სტუდიაც გაქვს სადაც ასწავლი ცეკვას ,მოუყევი ჩვენს მკითხველს თქვენს შესახებ

სალამი, დიდი მადლობა შექებისთვის , ამჟამად ვარ ზუმბას ინსტრუქტორი და ვმუშაობ “გოუ ფიტნეს”-ში, ასევე ვარ ჯგუფ “სეუ არტ პროჯექტი”-ს ქორეოგრაფი და განათლებას ვიღებ გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტის შემსწავლელ კურსზე, თუმცა ეს ყველაფერი დროებით შეჩერებულია კორონას გამო.

2.რა ასაკიდან დაიწყე ცეკვა და როდის მიხვდი, რომ ეს ყველაფერი პროფესიად უნდა  გექცია?

ცეკვა დავიწყე 7 წლიდან და მას შემდეგ დღემდე ვცეკვავ, ეს იყო ჩემი მოწოდება სულ და ამას ვგრძნობდი შინაგანად, 17 წლიდან უკვე დავიწყე ასისტენტობა და პროფესიად ქცევაც აქედან მოვიდა, თუმცა ეს მეტია ვიდრე პროფესია რადგან ცეკვა ჩემი ცხოვრებაა.

3.რომელი მოცეკვავეა შენთვის მაგალითი?თუ გყავს ასეთი (რა თქმა უნდა)

Derek Hough ეს ადამიანი არის ჩემთვის ერთერთი თანამედროვე მაგალითი, რადგან შეუძლია სხვადასხვა სტილის ცეკვების შესრულება ძალიან მაღალ დონეზე, მიუხედავად მისი პროფესიონალიზმისა სულ ვითარდება, სწავლობს და ეს მხიბლავს მასში.

4.მთელი მსოფლიო დღეს მოექცა ჩაკეტილ  სივრცეში ,შენ როგორ გადიხარ ამ პერიოდს?თუ გაქვს რაიმე ონლაინ გაკვეთილები?

ჰო მძიმე პერიოდია გარშემო და რათქმაუნდა მეც მოვექეცი ამაში, ვცდილობ თავი ისევ ცეკვით შევიქციო, ხან სახალისო ვიდეოებს ვიღებ ხან მელანქოლიურს, მენატრება ხალხი, სივრცე და სცენა. ონლაინ გაკვეთილები ცეკვის შემსწავლელი კი მაქვს, როდესაც ვახერხებ ჩართვას.

5.რა რჩევას მიცემდი ადმიანებს, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი და უნდა წარმატებას მიაღწიოს?

ცეკვის სფერო და ზოგადად ხელოვნების სფერო ძალიან მძიმეა, შრომატევადი, ძალიან ბევრი რამის ატანა გიწევს, ეს ყველაფერია. სიხარული, სიყვარული, წყენა, იმედგაცრუება, დაცემა, წამოდგომა და ასე შემდეგ, ჩემი რჩევა იქნებოდა ის, რომ ეს ყველაფერი თქვენს გასაძლიერებლად გამოგეყენებინათ, რადგან ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ბევრ სირთულეს შედარებით მარტივად და რწმენას ნუ დაკარგავთ.

6.ხელოვანი ადამიანი ხარ ,მაინეტრესებს შენი აზრი შენი შრომა,შენი მონდომება თუ ფასდება  ჩვენს ქვეყანაში? როგორ ფიქრობ? სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, თუმცა ხშირად მათ ამ ნიჭის დასაფასებლად უწევთ ქვეყნის დატოვება

შრომა ყოველთვის ფასდება, ზოგის ადრე ზოგის გვიან, მთავარია ძალიან დაგვიანებული არ იყოს. ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულადაა ამ კუთხით საქმე, რადგან ხელოვან ხალხს არ აქვს საკადრისი დაფასება, გასაქანი, ასპარეზი. ძნელია შექმნა პროდუქტი როდესაც ინტერესიც ცოტაა, თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით. ეს განაპირობებს იმასაც რომ ბევრი მათგანი ტოვებს აქაურობას, რადგან სხვა ბევრ ქვეყანაში ეს სფერო უფრო მაღალ სტანდარტებზე დგას ვიდრე აქ, ვერ დაადანაშაულებ ხელოვანს, რადგან მას სჭირდება აუდიტორია, ხალხი ვინც მოუსმენს, შეუფასებს, დააფასებს მის ნიჭს და შრომას. რათქმაუნდა ხელოვანი მაინც შექმნის რადგან ეს მასშია და უნდა გადმოსცეს, გადმოიტანოს ამ სამყაროში, თუმცა მას სჭირდება ამისთვის პირობები რომ ელემენტარული მშიერი არ იყოს და თავზე ჭერი ქონდეს.

7. თუ გაქვს რაიმე გამორჩეული ცეკვა, რომელიც ძალიან გიყვარს

არა ასე გამორჩეული ცეკვა არა. მაქვს ერთი პროექტი რომელსაც “შეეხე ხელოვნებას” ერქვა, რომელიც საკმაოდ საინტერესო იყო, თეთრი ნაჭრის მიღმა მყოფი მე და ნაჭერს მიღმა ხალხი, როდესაც ისინი ეხებოდნენ ნაჭერს მე შიგნიდან ვუბრუნებდი პასუხს, ეს იყო იმპულსი ადამიანსა და სამყაროს შორის, ჩვენ გავცემთ იმპულს, რომელიც უკან გვიბრუნდება და ეს იმპულსი ყველაფერშია.

8.რა გეგმები გაქვსთ სამომავლოდ?

მსურს განვვითარდე კიდევ უფრო, საზღვარგარეთ მინდა გავიარო ქორეოგრაფიული კურსები და შევიქმნა კარიერა, ასევე მინდა საქართველოში გავხსნა საერთაშორისო დონის ქორეოგრაფიული სასწავლებელი.

9.და ბოლოს ,რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი სამყაროში?

ალბათ ბალანსს ადამიანებში.

81

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap