ძაღლი,რომელიც სათამაშოების გარეშე სახლიდან არ გადის

ყველა ძაღლი გამორჩეულია საკუთარი თვისებებით. პოის კი, სხვა ძაღლებისგან ის გამოარჩევს, რომ ის არასდროს ტოვებს საკუთარ სათამაშოებს და მათ ყოველთვის თან დაატარებს.

ძაღლის ფოტოები მისმა მეპატრონემ სოციალურ ქსელ Imgur-ზე ატვირთა და ასე აღმოჩნდა პოსეიდონის (პოი მისი სახელის შემოკლებული ვერსიაა) ფოტოები მსოფლიოში ცნობილი ვებპლატფორმის, Bored Panda-ს გვერდზე.

„მას ლეკვობიდან უყვარს, როცა, სახლიდან გასვლისას, რაიმე მიაქვს თან“ – წერს პოის პატრონი.

ამასთან, ძაღლი სათამაშოებს მხოლოდ გასართობად არ ატარებს თან. მათ პრაქტიკული დანიშნულებაც გამოუნახა – როცა იღლება, სწორედ ამ რბილ სათამაშოებზე იძინებს.

წყარო : imedinews.ge

70

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap