წითელ ზონად გამოცხადებული აჭარა- ეპიდვითარება საქართველოში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ ინტენსიური სახე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონაა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აჭარაში ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 45 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.

88

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap