ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის სახე გახდა

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ფრანგული ძვირფასეულობის ბრენდის, Cartier-ის სახე გახდა. სამკაულებისა და საათების სახლის განცხადებით, ისინი ამაყები არიან, რომ მათი ბრენდის საერთაშორისო ელჩი “გამოჩენილი და ცნობილი, თანამედროვე კლასიკური ხელოვანი” გახდა.

ინფორმაცია ბრენდმა ინსტაგრამზე გაავრცელა, ვიდეო პოსტში ხატია ფრანგი მუსიკოსის,
ერიკ სატის კომპოზიციას Gymnopedies 1, 2, 3 ასრულებს.

სიახლეს გამოეხმაურა ქართველი მუსიკოსიც:

“ჩემთვის დიდი პატივია ლეგენდარული ფრანგული სახლის, Cartier-ის საერთაშორისო ელჩად დასახელება. Cartier ოქროს პროპორციას იცავს გლამურსა და მინიმალიზმს შორის. ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ ხელოვნებასა და კულტურაში და ვიზეიმებთ თითოეული ადამიანის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას არათანასწორობის წინააღმდეგ”.

744

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap