ჯორჯ ბალანჩინი მსოფლიო დონის ქართველი ქორეოგრაფი+(video)

ჯორჯ ბალანჩინი, მსოფლიო მნიშვნელობის უნიჭიერესი ქართველი ქორეოგრაფი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბალეტის ახალ მიმდინარეობას მსოფლიოში.

ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად.

თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს.

მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი.

ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალი მიმართულებების ფორმირებას.

ბალანჩინის ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ-ში (1962, 1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap