10 მილიონი ინფიცირებული და თითქმის ნახევარი მილიონი დაღუპული – COVID-19-ის ბოლო მონაცემები მსოფლიოში

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა.

Worldometers-ის მონაცემების მიხედვით, გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც და ნახევარ მილიონს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან 5,414,897 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 498,996 გარდაიცვალა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, კვლავ ამერიკა ლიდერობს, სადაც 2,5 მილიონზე მეტი ინფიცირებულია, ხოლო ვირუსით 127 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ათეული კი ასე გამოიყურება:

ბრაზილია (1,284,214);  რუსეთი (627,646); ინდოეთი (529,331); დიდი ბრიტანეთი (310,250); ესპანეთი (295,549); პერუ (272,364); ჩილე (267,766); იტალია (240,136); და ირანი (220,180).

47

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap